"ამ ფუქსავატობას, რომელსაც თქვენ ეწევით ბატონო გახარია, ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი და მშიერი ამოვწყდეთ ამ ქვეყანაში?"
"ამ ფუქსავატობას, რომელსაც თქვენ ეწევით ბატონო გახარია, ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი და მშიერი ამოვწყდეთ ამ ქვეყანაში?"
"ჩვენ ახლა ფაქტობრივად გაკოტრებულები ვართ. ერთადერთი იმედი, რაც ხალხს ჰქონდა, იყო 1-ელ ივლისს საზღვრების გახსნა და ტურისტების შემოსვლა და ეს იმედიც გახარიამ და მთავრობამ მათ ბოლომდე გაუცრუა", - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, საქართველოში უმძიმესი ვითარებაა და ხელისუფლების არასწორი ქმედებების გამო, მცირე და საშუალო ბიზნესი ფაქტობრივად აღარ არსებობს.

"მივმართავ გახარიას, მაისის დასაწყისში წარმოგიდგინეთ გეგმა, დეტალურად გაწერილი ალგორითმი ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გაგეხსნათ საზღვარი, მაგრამ თქვენ
კიდევ ერთხელ მოგვატყუეთ. გაგვაგებინეთ რა გინდათ? ამ ფუქსავატობას, რომელსაც თქვენ ეწევით ბატონო გახარია, ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი და მშიერი ამოვწყდეთ ამ ქვეყანაში? აღარაფერი არ მუშაობს, წარმოუდგენელი ვითარებაა. ერთი, რომ საზღვრები დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის და მეორე- ბანკები, რომლებიც ახრჩობენ ადამიანებს და გაზრდილ პროცენტებს
სთავაზობენ გადავადების სანაცვლოდ. რისთვის გვჭრდება ხელისუფლება და მთავრობა? შენ, ფუქსავატო გახარია, რისთვის გვჭირდები თუ ადამიანებს არ ეხმარები და არანაირ ნორმალურ გადაწყვეტილებას არ იღებ? ევროკავშირმა შეგვიყვანა "მწვანე ქვეყნების" სიაში. დღეს ჩვენ შეგვეძლო, რომ მიგვეღო ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურისტები ქვეყანაში და ევროპისთვის გაგვეხსნა საზღვრები, მაგრამ ამის სანაცვლოდ ჩაგკვეტეთ და გინდათ, რომ პირდაპირ ამოგვახრჩოთ შიმშილში. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არ შეგრჩებათ! უკვე მინიმუმ 2 მილიარდი ლარი დაგვიჯდა თქვენი არასწორი გადაწყვეტილებები. ფუქსავატო გახარია, გადადი საქმის კეთებაზე, დაანებე თავი ამ პრანჭვას ტელევიზიით და გაუგებარი, ერთი და იგივე სიტყვების რახარუხს!" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ტოტო
04 ივლისი 2020 19:42
ვაშაძე უბრალოდ არაობიექტურია.
მანო
04 ივლისი 2020 12:48
აი ეს არის 'ჭრელო პეპელას' კლასიკური ვარიანტი
gela
04 ივლისი 2020 09:44
ამაზე პოპულისტი კაცი არ მინახავს

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები