მინისტრი უძრავ-მოძრავი ქონების გარეშე - როგორია ვახტანგ გომელაურის ფინანსური მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

მინისტრი უძრავ-მოძრავი ქონების გარეშე - როგორია ვახტანგ გომელაურის ფინანსური მდგომარეობა?

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე თითქმის ოთხი თვის განმავლობაში (2019 წლის 8 სექტემბერი - 31 დეკემბერი) ვახტანგ გომელაურის შემოსავალმა 22 533 ლარი შეადგინა.

ამასთან, მანვე შემოსავლის სახით, სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 67 979 ლარი მიიღო. ამის შესახებ მის მიერ 2020 წლის 30 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს და როგორია მინისტრის და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფინანსური მდგომარეობა.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, გომელაურის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 34 506 ლარი; 4 618 დოლარი და 3 000 ევრო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 7 500 დოლარი და 54 000 ლარი ჰქონდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს, 1 088 კვ.მეტრი ფართობის აგარაკს სოფელ გორანაში, რომელიც 2018 წელს ჩუქებით აქვს მიღებული, მის საკუთრებაშია ასევე - 650,6 კ. მეტრის აგარაკი ტაბახმელაში; 1 422 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი გორანაში და 2 001 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში. გაგრძელებ