"უნგრეთი მხოლოდ 1000 წელია ქრისტიანული ქვეყანაა, საქართველო კი უფრო დიდი ხნის... მიხარია, რომ ორივე ქვეყანა ქრისტიანული სახელმწიფოა"
"უნგრეთი მხოლოდ 1000 წელია ქრისტიანული ქვეყანაა, საქართველო კი უფრო დიდი ხნის... მიხარია, რომ ორივე ქვეყანა ქრისტიანული სახელმწიფოა"
უნგრეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა სურს. იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება, ჩვენ შევთანხმდით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ინფორმაციის გაცვლა- გამოცვლის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.

მან ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ პანდემიის ფონზე, უნგრეთი არის პირველი ქვეყანა, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საგარეო საქმეთა მინისტრს, რათა ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელსაც შესაძლებლობა მიანიჭა ამ პანდემიის
პირობებში ჩამოსულიყო აქ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომ ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწია. ევროპაში სტანდარტებით გათვალისწინებულ 100 ადამიანზე ყველაზე ნაკლები ინფიცირებულია საქართველოში. უნგრეთსაც ძალიან დიდი წარმატება აქვს ამ სფეროში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მომავალშიც ფრთხილი ნაბიჯების გადადგმით შევინარჩუნოთ მიღწევები. ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე
ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე შევეხეთ საზღვრის გახსნის სფეროს საკითხებს. უნგრეთის ძალიან ბევრი მოქალაქეა, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა სურს. იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება, ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ინფორმაციის გაცვლა- გამოცვლის მიზნით. ჩვენი მეგობრობა გაღრმავდა პანდემიის დროს. უნგრეთიდან დიდი რაოდენობის მედიკამენტი შემოდის საქართველოში. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს ჩქარი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო არის ძალიან ღრმა ცივილიზაციისა და კულტურის მქონე ქვეყანა. ვიცით, რომ ქრისტიანული ქვეყანაა და მიხარია, რომ ორივე ქვეყანა ქრისტიანული სახელმწიფოა, მაგრამ უნგრეთი მხოლოდ 1000 წელია ქრისტიანული ქვეყანაა, საქართველო კი უფრო დიდი ხნის. ამასთან, უნგრეთის ბანკმა შექმნა 155 მილიონევროიანი ფონდი, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს საქართველოს ტერიტორიაზე დღეს," - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

"ინტერპრესნიუსი"

სოსო
10 ივლისი 2020 00:37
უნგრეთმა ისეთ ქართველ კრიმინალებს მისცა თავშესაფარი,რომ მათ საქართველოსადმი მეგობრობას,ძალიან დიდი უნდობლობით ვუყურებ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
10-08-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
10-08-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები