"აშშ-ის დახმარების 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე..." - რა წერია წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტში?
"აშშ-ის დახმარების 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე..." - რა წერია წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტში?
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული
ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აქტით გათვალისწინებული
არანაირი დახმარება არ იქნება გამოყოფილი იმ ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რომელიც სახელმწიფო მდივნის მიერ განისაზღვრება როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებს აღიარებს ან მათთან დიპლომატიურ კავშირებს ამყარებს.


"ინტერპრესნიუსი"

კარლო
09 ივლისი 2020 07:19
საუკუნის მეოთხედზე მეტია დახმარების იმედზე ვართ, ეს ძალიან გულსატკენია. .
წარმოვიდგინოთ კაცი, რომელიც სისტემატურად მოდის თქვენთან და გთხოვს ,,ცოტა დამეხმარე მიჭირს", როგორია ასეთი კაცი თქვენს წარმოდგენაში?! დამეთანხმებით ის შეიძლება იყოს ერთი გაუბედურებული პიროვნება, ინვალიდი, ავადმყოფი,ლოთი. ნარკომანი, სულელი და რა ვიცი კიდევ თქვენ დაუმატეთ...
ქვეყანა სხვისი ხელის შემყურე რომ არის და დახმარების, საგარეო ვალის და გრანტების იმედზეა , რატომ არავინ არაფერს ამბობს? რატომ ვმალავთ ამ ჭირს, რატომ საგანგაშოდ არ ვაცხადებთ ამ უბედურებას,? რატომ არ ვსახავთ ამოცანას, რომ თანდათან შევამციროთ ეს სამარცხვინო დახმარებები, ჩვენ თავს ჩვენ თვითონ მივხედოთ და არ ვიყოთ მათხოვრები!
ალექს
08 ივლისი 2020 09:45
მთავარი უბედურება არც ბიძინაშია და არც მიშაში, არც ედუარტდში იყო, მთელი საიდუმლო ქვეყნის უძრაობის ან უკუსვლის მის სამართლის სისტემაშია,რომ გაითავისოთ,რატომაა ასე, უნდა იცოდეთ,რომ რუსული საბჭოთა სამართლის სისტემა ბოლშევიკებს კლასობრივ მტერთან საბრძოლველად სჭირდებოდათ,კლასობრივი მტერი კი რეალურად ყავდათ,არ გამოუგონიათ-ეს მტერი იყო მეფე,თავადაზნაურობა,მემამულეები,ბურჟუაზია ,მდიდარი გლეხობა, და ასე შემდეგ,კერძო საკუთრება ზოგადად ! ბოლშევიკებს სჭირდებოდათ სისტემა,სადაც უცოდინარი ბუშლატიანი წითელი რაზბონიკი იოლად დაამარცხებდა იურიდიულად და სამართლის ჩარჩოებში მეტოქეს,ამიტომ ეს მეტქოქე წინასწარ იყო კანონით სახელმწიფოს წინაშე დამნაშავედ ცნობილი ,თუნდაც დანაშაული თავისნაირისვე წინააღმდეგ ქონოდა ჩადენილი,ან საკუთარი თავის წინაშეც კი:მაგალითად ,არ მუშაობდა,მუქთახორობდა,ლოთობდა,ნარკომანობდა ,აგვიანებდა სამსახურში,სოციალიზმის იდეებს არ ეთანხმებოდა,აბორტს იკეთებდა -ესენი სულ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულებია,მომხმარებლის ზომა წონაში მოტყუება,სპეკულიანტობა,უმძიმესი დანაშაულებია ,საქმის აღძვრის საფუძველი ვინმეს პატაკი,დასმენა ,ისევ ბოლშევიკის ,ან ბუშლატიანის,და სამართლის სისტემა ამუშავდებოდა,მილიციამ დაადგინა,პროკურორმა მოითხოვა და სასამართლომ მიუსაჯა,გულაგმა აღასრულა ,ყველაფერი წესრიგშია,დემოკრატია ზეიმობს ! ! მაგრამ ეს სისტემა კლასობრივ მტერზე მუშაობდა,ის კი სტალინმა მოსპო სულ რაღაც 15-20 წელიწადში ! დარჩა სისტემა უმტროდ და იპოვნა ის გადარჩენილ რიგით საკუთარ მოქალაქეებში ,დღესაც მათზე ძალადობს ! ანალოგიური სისტემა გვაქვს,ხელისუფლება ყველა მისი ინსტიტუტით და მოხელით იცავს სახელმწიფოს ინტერესებს და თქვენ ყველანი იძინებთ და იღვიძებთ,იბადებით და კვდებით მის,სახელმწიფოს და მისი მოხელის ჩინოვნიკის წინაშე დამნაშავენი !
ამერიკული საგადასახადო სისტემა კეთილგანწყობილია გადასახადის გადამხდელის მიმართ,ძირითადად საკონსულტაციო და არა საშემმოწმებლო ფუნქციები აქვს,გეხმარება რომ დროულად და სრულად გადაიხადო,თუ ვერ შეძელი,შეგეშალა,ხელს გიწყობენ ,ჩვენი არის სადამსჯელო საექსპროპრიაციო! აქ წინასწარ იგულისხმება კანონში ,კოდექსში იგულისხმება ,რომ გადასახადის გადამხდელი ბიუჯეტს უმალავს,იპარავს ,ის ქურდია,დასაჭერი, და მთელი კოდექსი მისი დაჭერის და დასჯის ინსტრუქციაა,ამას კი მოხელე წარმატებით იყენებს სუბიექტურად,სახელმწიფო გვერდზე რჩება ხალხიანად !
ZS
07 ივლისი 2020 22:17
Natqvamia cxvars mteli cxovreba mglisa eshinoda da bolos mecxvarem shechamao :))
Ra azri aqvs amgvar finansur “daxmarebebs” tu verc normaluri sasamartlo sistema chamoayalibe da verc sakutari biznes strategia sheimushave? Normaluria atiatasi kilometris sishoridan gazalebdes vinme kriminalebis gantavisuflebas cixidan?
Iqneb jobia qartvelebma tavad davikapicot saxeloebi da tavad vifiqrot sakutari qveynis msheneblobaze sxvata daxmarebebis gareshe, ise rogorc es amerikelebma gaaketes 200+ clis cinat.
Rogorc chans amis alternativa ki mxolod “bananis respublikad” damkvvidrebaa ganusazgvreli vadit.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები