"ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის გამო ხდება, რომ უცხოელი პარტნიორები ჩათრეული იყვნენ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში"
"ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის გამო ხდება, რომ უცხოელი პარტნიორები ჩათრეული იყვნენ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში"
ეს არის მცდელობა შიდაპოლიტიკურ კონტექსტში ჩვენი საერთაშორისო პარტიორების ჩართვის, რაც ჩვენთვის გასაგებია, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საურისას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

მისივე თქმით, საქართველოს პროგრესს საფრთხე არ ემუქრება.

"მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, არაფერი სასიამოვნო ამაში არ არის. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც ჩამოთვლილია იქ, ქვეყანა ყოველდღიურად პროგრ
ესირებს და ეს ჩვენმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან. როგორც ჩანს, ის შიდა წინასაარჩევნო, პოლიტიკური მაღალი ტემპერატურა, შიდა პოლიტიკური დაძაბულობა გარეთაც გადის. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო, ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როცა საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ამ ცვლილების მიღების
შემდგომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. რა თქმა უნდა, ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში, რასაც რა თქმა უნდა, გავაკეთებთ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები არიან საქართველოს ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები.

"თითოეული მათი მხრიდან ნათქვამი გამოხატული საკითხი, ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ამიტომ პროცესია ეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო ხდება ისე, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეულები ამ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ეს არის ცუდი, საბოლოოდ ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ ვნებს, საბლოოო ჯამში, ეს ვნებს ქვეყანას. ამიტომ ყველანი უნდა დავწყნარდეთ დავმშვიდდეთ, უნდა გვესმოდეს ყველას რომ კარგად ჩატარებული არჩვნები, ეს ყველასი ჩვენი საერთო მიზანია. ყველამ ერთად ღირსეულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები," - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, "ქართული ოცნებისთვის" სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა, მათ შორის ამერიკის შტატების მხრიდან.

"ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანა ის კი არაა ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე ერთი ამბავი ავტეხოთ, ეს უნდა მოვისმინოთ და გავაგრძელოთ დემოკრატიზაციის პროცესი ისე როგორც ვაკეთებდით. საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება, ისევე როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას," - განაცხადა პრემიერმა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი. კერძოდ, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
13 ივლისი 2020 06:57
ეს, რუსული, საბჭოთა გადმონაშთი სისტემაა, ის მოწყობილია პირამიდის პრინციპით, აგური რომ გამოძვრეს, ყანყალებს მაშინვე , თავშია დიქტატორი , წიბოებს ამაგრებს სადამსჯელო საექსპრპრიაციო კორპუსი-ჩეკა, კგბ, (ეს ორი თქვენ პოლიცია არ გეგონოთ , ან შსს-ს რომელიმე მაღალი სტრუქტურა, ეს მმართველი ბოლშევიკური ,ანუ კომუნისტური პარტიის უმაღლესი კომისიაა , მისი "მაკუშკაა" , პოლიტბიუროზეც კი მაღლა მდგომი, კანონზეც ! ეს ტროიკაა !) პროკუტარატურა , სასამართლო და არმიაც , წარმოიდგინეთ უკიდურეს შემთხვევაში, (ანუ ჯანყის დროს!) , წახნაგებია მაკონტროლებელ ამკრძალავი გამნებართვიანებელ და გამნაწილებელი სტრუქტურები , როგორიცაა პარლამენტი , ცხადია ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობით და მათი შედგენილი ინსტრუქციებით (აბა, კანონს ვერ დაარქმევ , დაჭერა გამოჭერის და იმპორტის დღგ-თი დაბეგვრა არ დაბეგვრის ინსტრუქციებია !) , ეს "არჩევითი " ორგანოა და შერჩევითი ორგანოებია (!!!!)მარეგულირებელი კომისიები - სუპერმძარცველური მონოპილისტური ტარიფდამდგენები ( ხელფასიც კი მძარცველური აქვთ, ცოტანი არიან ! დეპუტატებს აქვთ მათხოვრული, ბევრნი არიან !!!!) და ამ ორის მიერ ნაკარნახევი ცხოვრებისა და მუშაობის წესების გამტარებელი საფინანსო საგადასახადო , დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროების მაკონტროლებელ გამნაწილებელი გამნებართვიანებელი სამოხელეო პარტოკრატიული კორპუსი , აი ეს პირამიდა ზედ ადგას ფუძეს-რიგით მოქალაქეებს , ტუსაღებს, რომელთაც ჩხავანა კატა მეცხვარის გამომშრალ გუდურაში - წითელყვითელი ინტელეიგენცია, ანუ დამქაშთა დასტა, ახლა ბომონდი ქვია, ართობს მარტის ნასესხებში (ხანდახან ნასესხები ორმოცწლიანია !) სწორედ ისინი, რიგითი მოქლაქე ტუსაღები მხრებით და კისრით ზიდავენ ამ მახინა პირამიდას დამქაშებიანად , რომელიც მონურ არამოტივირებულ შრომას ეფუძნება , ის ამ ეკონომიკურად ბერწი და ზნეობრივად გახრწნილი(გათახსირებული !) სისტემის გვირგვინია , რომლის კენწეროში ათეული წლობით დიქტატორი დგას გარემოცვით ! ( სამ, ხუთკაციანი ,ორციკლიანნი !) ეს სისტემა-საპყრობილეა, დიდი შრომა გასწორების კოლონიაა და სანამ მთავარი ზედამხედველი (მაგალითად სტალინი , ან მისი კარიკატურული აჩრდილი პუტინი, ასეა თუ ისეა, მოკლე დროით ახალგაზრდობაში სწორ დირექტივებს უშვებს ქვემოთ წიბოების და წახნაგების გამჭოლად, სისტემა იძლევა სიცოცხლისათვის აუცილებელ "პაიოკს"-ბალანდას ტუსაღებისათვის ,მათლაფა სათქვლეფს კი წიბოებისა და წახნაგებისათვის , როგორც კი ბერდება დიქტატორი , აბდლდება ან ახალი აბდალი მოდის სათავეში ,ანუ პირამიდის კენწეროში, მაგალითად ხრუშჩოვი, გარბაჩოვი, სააკაშვილი , ან ლოთი, მაგალითად ელცინი, სისტემა ირღვევა , იბზარება , იშლება და ზედ ემხობა ფუძეს , რომელიც ითხოვს (კი არ მოითხოვს რასმეს სხვას, არა, სულ ერთიდაიგივეს !) პურსა და სანახაობას , ამისათვის კი სისტემა ითხოვს დიქტატორს , მიშას , ნანგრევებზე წამოყოფს თუ არა თავს ძველი დიქტატორის ახალი ყლორტი ( ძველი შევარდნაძე, ახალი სააკაშვილი, მაგალითად, მათი ნამყენი ივანიშვილი ) , ეგრევე აღსდგება პირამიდა ! აი, ამერიკული სისტემა ფერმერულია-პარალელური, ის წახნაგებისა და წიბოებისაგან კი არა, შრეებისაგან შესდგება , ისინი ურთიერთ ხახუნობენ თანაბარი უფლებებითა და ძალით და ხახუნში ახშობენ უარყოფით ვექტორებს , რომელიმე შრე რომც გამოაკლდეს, უმალ სხვა შრე დაიკავებს მის ადგილს და შენობა მდგრადია , არ ირღვევა არასოდეს, ზედა შრე დირექტივას კი არა, რეკომენდაციას გამოსცემს, ქვედა განიხილავს , თუ არ აწყობს , იგნორს აკეთებს და ისევ ვაზს აშენებს , კედელი ლესვაშიც გამოყავს ,არ ჩეხავს მას სიმინდის დასათესად ჩვენსავით , მიშამ აჩეხეთო ვაზიო , გახსოვთ ხომ ? ხრუშჩოვმა სიმინდიო ?! გორბაჩოვმა ?! პერესტროიტესო ?! ახლა რომ ტრამპმა ამერიკელებს "უბრძანოს " სამიდღემჩიოდ ამირჩიეთ, მამათა ნაწერ კონსტიტუციას ვცვლიო , დახიეთ დოლარები , აქციები და სხვა ექუიტები , რუბლზე და მასში ნომინირებულ სახელმწიფო სამპროცენტიან სესხზე , ინდუსტრიულ ობლიგაციებზე გადადითო, როგორა გგონიათ სასამართლოში მოუწევს წასვლა, თუ ავლიპიკლინიკაში ?! დახევენ დოლარებს ფერმერები ამერიკაში ? არა ! აქ კი თავზე დაგახევენ სახელმწიფო ოლიგარქიულ სესხებს , აგახევენ წიბოწახნაგის ქორები ქოხებსაც , ჩამოგართმევენ ხარკამეჩს და გოჭს , მაინც ვაშას გაიძახით , ეეჰ კროჭს მოუჭით , კროჭს ! გეღვრებათ ოფლითა და სისხლით სავსე კასრი ! მოითხოვეთ, კი ნუ ითხოვ"ს"თ !?
ალექს
12 ივლისი 2020 14:50
ნაცქოცმოქკავშირი შემადგენელ სატელიტებიანად ერთი ძალაა, პარტია არ არის, ძალაა !!! კლანთა უსახური, მერკანტილური, უტიფარი კონგლომერატია ! კლასიკური გაგებით პოლიტიკურ პარტიას მისი წევრების იდეა , მსოფლმხედველობა, ეკონომიკური აზრი, ფილოსოფიური კრედო და ერთნაირი სახელმწიფო პოლიტიკური ფორმაციის იდეა ქმნის, არცერთი ამათ არ გააჩნიათ, აქვთ ერთი წარმოშობა -შევარდნაძის გავრცობილი ჩარჩო სია , მოქკავშირის რეზერვი და რესურსი, კომპარტიის არიერგარდი ; გადანაწილებული ისეა სამოქალაქო, სამეცნიერო, საწარმოო, პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე, ჭინჭრაქა ვერ ჩადგავს ფეხს , ეს ნაცარქექიები ესა, როგორ შეძვრნენ სოროებში სსრკ რომ დაიშალა კომპარტიიანად , ამოყვეს თავი არა , ჩადგნენ სათავეში სამისდღემჩიოდ ?! ჰაიტ, უბადრუკნო ! აბა დაადეთ ამათი ბიოგრაფიები ერთმანეთს , სად გადაიფარებიან ? ! საიდან სად მოვიდნენ და საიდან სად ხტიან , როგორ იცვლიან მემარცხენეობა მემარჯვენეობას , პოზიცია ოპოზიციას, სამთავრობო არასამთავრობო, ბიზნესი და მერე ახალი წრე თავიდან , როგორ დასუქდნენ ორორ ცოლშვილქმარშვილიანად სახელმწიფოს სამსახურში , სხვაგან ბარი არ დაუკრავთ, ოფლი არ გამოსდენიათ , როგორ გაირყვნენ, რას მიედ მოედებიან , როგორ თვალთმაქცობენ, როგორ ხრავენ !? არცერთი ხმა ამათ !

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები