"თუ პერსონალური სანქციები დაწესდა, დეპუტატები ივლიან თბილისი-ჭორვილას მარშრუტზე და თუ ფრენები აღდგა, თბილისი-მოსკოვის რეისზე"
10-07-2020
"თუ პერსონალური სანქციები დაწესდა, დეპუტატები ივლიან თბილისი-ჭორვილას მარშრუტზე და თუ ფრენები აღდგა, თბილისი-მოსკოვის რეისზე"
ფრაქცია "ნაციონალური მორაობის" თავმჯდომარე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ იმ კანონპროექტის დამტკიცებას ეხმაურება, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი. გოცირიძის თქმით, საქართველოს 20 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გაუყინეს და ქვეყანას "ყვითელი ბარათი უჩვენეს".

"ხელისუფლების ჰქონდა უსუსური მცდელობა, რომ თითქოს ეს რომელიღაც ცალკეული დეპუტატის ინიციატივა იყო. ორპარტიულმა საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კონგრესის საბოლოო დოკუმენტში უკვე აღარ შეიცვლება. ეს არის ძირითადი საბაზო დოკუმენტი, რომელიც როგორც წესი, შემდეგ უცვლელად
გადადის ბიუჯეტის შესახებ კანონში. შევარდნაძის დროიდან მოყოლებული დღემდე, პირველად გაჩნდა სანქციების საკითხი. საქართველოს დაუწესეს დროებითი ზომა, 20 მლნ დოლარი გაუყინეს, მაგრამ ფულში არ არის აქ საქმე. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანას ფაქტობრივად "ყვითელი ბარათი" უჩვენეს. ეუბნებიან, რომ თუ არ იქნება სამართლიანი არჩევნები, თუ არ შეწყდება
პოლიტიკური დევნა, თუ ქვეყანაში ბიზნესი არ იქნება თავისუფალი, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქვეყანას, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი სანქციები დაემუქროს", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნების მანიპულირების ან ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნების შემთხვევაში, ივანიშვილს პერსონალური სანქციები დაეკისრება.

"უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებიც ამართლებენ, ნუ ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ ივანიშვილით შემოიფარგლება. როდესაც არაფორმალური მმართველობის ნაწილი ხარ, ეს შენც გეხება. ეს დეპუტატები ივლიან თბილისი - ჭორვილას მარშრუტზე და თუ ფრენები აღდგა, თბილისი-მოსკოვის რეისზე. ვერ ეღირსებიან ვერც ვაშინგტონში და ვერც ევროპაში ჩასვლას," - განაცხადა გოცირიძემ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციების და მათთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეცაა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ხაზგასმულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

"ინტერპრესნიუსი"

ობიექტურ შემფასებელს.
11 ივლისი 2020 11:23
სწორი ნიკი გამოგიყენებიათ. ყოველ თქვენს სიტყვას უპირობოდ ვეთანხმები. ძალიან მოკლედ და ლოგიკურად ჩამოაყალიბეთ.
ცისანა
10 ივლისი 2020 16:44
ბ.რომან, აღარ იცით რა მოიგონოთ, როგორ ავნოთ ქვეყანას, რაო თუნდაც ჭორვილაში მისვლს-მოსვლა სამარცხვინოა? თქვენ ამით იქ მცხოვრებთ აყენებთ შეურაცხყოფას, აღარ დაიღალეთ ამდენი ბოღმის ნთხევით? თქვენი საქმენი საგმირონიც კარგად გვახსოვს, სხვებს რომ უთვლით თანხებს თქვენიც დათვალეთ რამდენს იღებდით ეროვნულ ბანკში, მისი დაკარგვა ვერ მოგინელებია, ესაა მიზეზი თქვენი აქტივობებისა
"ობიექტური შემფასებელი"
10 ივლისი 2020 13:58
ბატონო რომან! როდესაც 2021 წლის დაფინანსებაზეა პროექტი და რომელშიც სავსებით ნათლად წერია: თუ არჩევნები არ ჩატარდება დემოკრატიულად... (და ეს მოხდება ოქტომბრის ბოლოს) წინმსწრებად იქამდე როგორ გაყინავენ? თქვენ მომავალი წლის გასაცემ თანხებს მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან აფინანსებდით? "არაფორმალური მმართველობა" ეს აკვიატებული ფრაზა ყველას პირზე რომ გაკერიათ და მოგწონთ მისი ხშირად გამეორება მისი შინაარსი გესმით? მმართველი პარტიის დამაარსებელი და თავმჯდომარე არაფორმალია? თქვენთვის ადვილი გასაგები რომ იყოს (კომუნისტების დროინდელი ნომეკლატურა ხართ) ბრეჟნევი, რომელიც კომპარტიის გენერალური მდივანი იყო, არაფორმალური მმართველი იყო? გაგიხუნდათ "მესიჯბოქსები" ახალი თქვით რამე და ამხელა კაცი უკბილო ხუმრობებით ნუ ხართ დაკავებული! (ისე, მოსკოვი არც თქვენთვის უნდა ყოფილიყო უცხო ქალაქი)

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები