რომან კაკულია ლევან კობერიძეს: "ნუ მიყვირი! მორჩი აქ "ბლატაობას" - კვირის პალიტრა

რომან კაკულია ლევან კობერიძეს: "ნუ მიყვირი! მორჩი აქ "ბლატაობას"

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარესა და ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრ ლევან კობერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ლევან კობერიძის მხრიდან კითხვებისთვის განკუთვნილი დროის ხანგრძლივობის გაპროტესტებას მოჰყვა.

" ბატონო რომან, თქვენ არ გინდათ, რომ საკითხი ნორმალურად იყოს განხილული? რისთვისაა კომიტეტებში ეს განხილვა. ნუ მიქნევ ხელებს," - აღნიშნა კობერიძემ. რომან კაკულიამ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ დეპუტატები მსგავს დღის წესრიგზე შეთანხმდნენ.

"არ მინდა დაძაბული ტონი. ნუ მიყვირი, უყვირე ვისთანაც გაგსვლია. მორჩი აქ "ბლატაობას". შევთანხმდით და გააკეთე ის, რაც შევთანხმდით,"-განაცხადა კაკულიამ, რის შემდეგაც შესვენება გამოაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"