"სცემეს და გადააგდეს წყალში, დამთავრდა!" - რას ამბობს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი?
"სცემეს და გადააგდეს წყალში, დამთავრდა!" - რას ამბობს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი?
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის, გიორგი ყიფშიძის განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნა ნაცემ მდგომარეობაში შაქარაშვილის წყალში გადაგდებას არ გამორიცხავს.

როგორც ყიფშიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განმარტავს, წინ ექსპერტიზის მნიშვნელოვანი დასკვნებია, რომელმაც არაერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

"ფაქტია, რომ სიკვდილი ასფიქსიამ გამოიწვია, მაგრამ კითხვა ისმის, რატომ არის ამდენი დაზიანება? როგორ აღმოჩნდა ბავშვი წყალში? ალბათ, თადარიგი დაიჭირა პროკურატურამ და მოვლენებს დაასწრო და დააყენა ეს ბრალი. შუაში იმხელა წყვეტაა კონტაქტის
პირველივე წუთიდან დაღუპვამდე, ამაზე მსჯელობა ცოტა რთულია. ამ დასკვნით ასეთი სურათი გვიჩნდება, ადამიანი ერთ-ერთი ვერსიით ნაცემი იყო, არ გამოვრიცხავ, რომ გონებადაკარგული იყო და შესაძლოა, ის წყალში უძლურ მდგომარეობაში გადააგდეს. აქედან გამომდინარე შესაძლებელია, სრული სიკვდილი ასფიქსიით დადგა. ეს დასკვნა წყალში გადაგდებას არ გამორიცხავს კი არა, ამ
დასკვნას ზოგადად აქით მივყავართ, თუკი, მტკიცებულებები არ დაემატა და მიმართულება არ შეიცვალა. ეს დასკვნა მთლიან სურათს არ გვაძლევს. უამრავი ბიოლგიური მასალაა გაგზავნილი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას გენეტიკურ ექსპერტიზას ვანიჭებ. მიმაჩნია, რომ ჩანთა ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. 109-ე მუხლი გენეტიკური დასკვნის მოლოდინისთვის მზადებაა. თუკი, ამ საქმეში რომელიმე მონაწილის ნაწილაკები ამ ჩანთაზე აღმოჩნდა, 109-ე მუხლს გზა გახსნილი აქვს გამამატყუნებელი განაჩენისთვის. ამ მუხლით ჩვენ პროკურატურა ცალსახად გვეუბნება, რომ ეს ადამიანი ცემეს და მკვლელობის მიზნით წყალში გადააგდეს, დასრულდა, სხვანაირად 109-ე მუხლი სხვანაირად ვერ აიხსნება. სცემეს და გადააგდეს წყალში, დამთავრდა!", - აცხადებს ყიფშიძე.

კითხვაზე, ბრალდებულებიდან, ვის შეიძლება ბრალი დაუმძიმდეს, ადვოკატი პასუხობს, აღნიშნულზე საუბარი ამ ეტაპისთვის რთულია.

"იცით რა რთული კითხვაა? საქმეში რამდენიმე მანქანა ფიგურირებს, ჩვენ ხომ არ ვიცით, ამ ბავშვს ვინ ეჩხუბა, ვინ მიიყვანა სიკვდილამდე ან მოკლა? ჩვენ ხომ ზუსტი სურათი არ გვაქვს? ძალიან საეჭვოა, ამ საქმეში იდუმალი მანქანების არსებობა, ამას ძალიან სერიოზული კვლევა სჭირდება. იმ კუთხით საქმის წაყვანა, რომ საჩხერის თუ ჭიათურის "მარშრუტკა" იყო და ფერად შენობასთან გააჩერა, რომ ვიღაცას შესაძლებელია, ფეხსაცმელზე თასმები ჰქონდა გასასწორებელი, მე ასეთი ვერსიების არ მჯერა. ჩვენ არ ვიცით, ვინ საიდან მოდიოდა და ამ ახალგაზრდის მიმართ რა განზრახვა ჰქონდა. ერთი შემიძლია გითხრათ ცალსახად, გული მიგრძნობს, რომ ამ ბავშვის გარდაცვალებას აქვს მოტივი!", - აცხადებს ყიფშიძე.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები