ბათუმის მერი თანამდებობას ტოვებს? - რას ამბობენ ქალაქის მერიის პრესსამსახურში?
11-07-2020
ბათუმის მერი თანამდებობას ტოვებს? - რას ამბობენ ქალაქის მერიის პრესსამსახურში?
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქის მერს ლაშა კომახიძეს გადადგომის შესახებ განცხადება დაწერილი არ აქვს.

"მერს გადადგომის შესახებ განცხადება არ აქვს დაწერილი და უახლოეს დღეებში გააკეთებს განმარტებას",- აცხადებენ პრესსამსახურში.

თავად ლაშა კომახიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მერის გადადგომასთან დაკავშირებით, ინფორმაცია აჭარაში, მმართველი გუნდის წევრებს არ აქვთ.

"აჭარის უმაღლესი საბჭოს" წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გია აბულაძე აცხადებს, რომ ბათუმის ქობულეთის და ხელვაჩაურის მერების გადაყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დიდი ხნის წინ ჰქონდათ.

"ჩვენ დიდი
ხნით ადრე გვქონდა ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურის, ბათუმის და ქობულეთის მერების გადადგომას გეგმავდნენ. ლაშა კომახიძე ახლა გადადგა თუ არა, არ ვიცი. მერებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც არჩეული არიან ხალხის მიერ ისე ათავისუფლებენ, რომ მოსახლეობას არ ეკითხებიან, ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან",- განაცხადა გია აბულაძემ.

ცნობისთვის,
დღეს მედიაში ბათუმის მერის გადადგომის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები