"ივანიშვილს ხვალ და ზეგ შეიძლება რეალურად გაუჩნდეს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების პრობლემა"
"ივანიშვილს ხვალ და ზეგ შეიძლება რეალურად გაუჩნდეს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების პრობლემა"
ფოტო:ბიძინა ივანიშვილი
ყველა მოუთმენლად ელოდება მმართველი პარტიის საარჩევნო სიას. რამდენიმე დღის წინ პრემიერ გიორგი გახარიას ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიაში და მან განაცხადა, შესაძლებელიაო... – ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

გია ხუხაშვილი:

- რა გითხრათ... თუ ასე მოხდა, ეს იქნება ლოგიკური და სწორი ნაბიჯი, მით უფრო ვითარებაში, როცა ხვალ და ზეგ ივანიშვილს შეიძლება რეალურად გაუჩნდეს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრ¬თხოების შენარჩუნების პრობლემა. ერთადერთი,
რამაც შეიძლება მას გარკვეული პერიოდით იმუნიტეტი შეუქმნას, არის მისი ინსტიტუციონალიზაცია, ანუ მისი რეალური სტატუსის ფორმალიზება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მართვის ეფექტიანობა გაიზარდოს, ამისთვის კი საჭიროა ფორმალური მმართველობის დასრულება. არ შეიძლება მუდმივად იმაზე იყოს ლაპარაკი, სად და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. ასეთი მანკიერი, ანაქრონისტული მართვის ფორმა, როგორიც აქ
გვაქვს, აღარსად დარჩა... ყველაზე დიდი დიქტატორებიც კი ფორმალიზებული არიან... 21-ე საუკუნეში კულისებიდან მართვა დიდი სირცხვილია...

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად
ნნ
14 ივლისი 2020 13:03
ბოღმები ხართ ყველანი ვინც ბიძინას აკრიტიკებთ ! საერთოდ ეს კაცი უკაცრავად და რაღაცას მიედმოედება1 ჯობია გაჩუმდეს რამეთუ არაფერს სიკეთის მიმტანს და აზრიანს არ ამბობს! ეს კეთილი რჩევაა ნამდვილად! I
14 ივლისი 2020 11:24
აი ივანისვილს თუ გაუჩნდა უსაფრთხოების და კეთილდღეობის პრობლემა ჩვენ საერთოდ რა დღეში ჩავცვივდებით დანარჩენი საქართველო თუ წარმოუდგენია ამ ხუხაშვილს ნეტა?!
nana
13 ივლისი 2020 18:40
ბიძგვინა მარტო თავის თავისთვის და თავის გარემოცვისთვის ვარგა. ქვეყნისთვის ვერც ივარგა და ვერც სასიკეთო ვერაფერი გააკეთა. მას არა მარტო განათლების და მართვის პრობლემები აქვს, არამედ კეთილშობილების და სამართლიანობის უდიდესი სიდუხჭირე გამოავლინა. კაცი მარტო კრიმინალით იკვებება და თვითონაც მხოლოდ კრიმინალს ასაზრდოებს. ბიძგვინ თუ ჭკუა გაქვს უნდა გარბოდე, გაქცევის დროა,,,,,

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები