"ივანიშვილს ხვალ და ზეგ შეიძლება რეალურად გაუჩნდეს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების პრობლემა"
"ივანიშვილს ხვალ და ზეგ შეიძლება რეალურად გაუჩნდეს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების პრობლემა"
ფოტო:ბიძინა ივანიშვილი
ყველა მოუთმენლად ელოდება მმართველი პარტიის საარჩევნო სიას. რამდენიმე დღის წინ პრემიერ გიორგი გახარიას ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიაში და მან განაცხადა, შესაძლებელიაო... – ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

გია ხუხაშვილი:

- რა გითხრათ... თუ ასე მოხდა, ეს იქნება ლოგიკური და სწორი ნაბიჯი, მით უფრო ვითარებაში, როცა ხვალ და ზეგ ივანიშვილს შეიძლება რეალურად გაუჩნდეს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრ¬თხოების შენარჩუნების პრობლემა. ერთადერთი,
რამაც შეიძლება მას გარკვეული პერიოდით იმუნიტეტი შეუქმნას, არის მისი ინსტიტუციონალიზაცია, ანუ მისი რეალური სტატუსის ფორმალიზება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მართვის ეფექტიანობა გაიზარდოს, ამისთვის კი საჭიროა ფორმალური მმართველობის დასრულება. არ შეიძლება მუდმივად იმაზე იყოს ლაპარაკი, სად და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. ასეთი მანკიერი, ანაქრონისტული მართვის ფორმა, როგორიც აქ
გვაქვს, აღარსად დარჩა... ყველაზე დიდი დიქტატორებიც კი ფორმალიზებული არიან... 21-ე საუკუნეში კულისებიდან მართვა დიდი სირცხვილია...

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად
მკითხველის კომენტარი (8)
ნნ
14 ივლისი 2020 13:03
ბოღმები ხართ ყველანი ვინც ბიძინას აკრიტიკებთ ! საერთოდ ეს კაცი უკაცრავად და რაღაცას მიედმოედება1 ჯობია გაჩუმდეს რამეთუ არაფერს სიკეთის მიმტანს და აზრიანს არ ამბობს! ეს კეთილი რჩევაა ნამდვილად! I
14 ივლისი 2020 11:24
აი ივანისვილს თუ გაუჩნდა უსაფრთხოების და კეთილდღეობის პრობლემა ჩვენ საერთოდ რა დღეში ჩავცვივდებით დანარჩენი საქართველო თუ წარმოუდგენია ამ ხუხაშვილს ნეტა?!
nana
13 ივლისი 2020 18:40
ბიძგვინა მარტო თავის თავისთვის და თავის გარემოცვისთვის ვარგა. ქვეყნისთვის ვერც ივარგა და ვერც სასიკეთო ვერაფერი გააკეთა. მას არა მარტო განათლების და მართვის პრობლემები აქვს, არამედ კეთილშობილების და სამართლიანობის უდიდესი სიდუხჭირე გამოავლინა. კაცი მარტო კრიმინალით იკვებება და თვითონაც მხოლოდ კრიმინალს ასაზრდოებს. ბიძგვინ თუ ჭკუა გაქვს უნდა გარბოდე, გაქცევის დროა,,,,,
როგორც ჩანს!!!
13 ივლისი 2020 17:57
უამრავი ხალხი და ცივილიზაცია აღიგავა მიწისაგან პირისა, ეტყობა, ბებერი საქართველოს ჯერიც მოვიდა... ივანიშვილების, გახარიების და "კაწროების" ხელში!!!

tngh
13 ივლისი 2020 17:51
ბრავო "ხუხა"...
ალექს
13 ივლისი 2020 16:41
ეს რუსული, საბჭოთა გადმონაშთი სისტემაა, ის მოწყობილია პირამიდის პრინციპით, ნაშენია ნაჩქარევად , ძალადობრივად, ანუ რევოლუციურად, ერთი ის მყიფე გამომომშრალ გამოუწვავი აგურიც რომ გამოძვრეს, ყანყალებს მაშინვე , საძირკველია ფამფალო, ამიტომ დუღაბად (რასტვორია ქართულად!) გამოყენებულია ქრისტემდელი ჩინეთის უხარისხო ანაქრონისტული ვერსიის (მაგათ თანამედროვე და ხარისხიანებიცა აქვთ !) ცრულეგისტური სამართლის სისტემა ; პირამიდის კენწეროშია ხანგძლივად დიქტატორი , სიხისტის წიბოებს ამაგრებს სადამსჯელო საექსპრპრიაციო კორპუსი-ჩეკა, კგბ, (ეს ორი თქვენ პოლიცია არ გეგონოთ , ან შსს-ს რომელიმე მაღალი სტრუქტურა, ეს მმართველი ბოლშევიკური , ანუ კომუნისტური პარტიის (ახლა ედინნაია რასსია და ნაცქოცმოქკავშირის კარტული მეჩტა კვია) , უმაღლესი კომისიაა , მისი "მაკუშკაა" , პოლიტბიუროზეც კი მაღლა მდგომი, ეს ერთ დროს და ახლა კანონზეც ! ეს ტროიკაა !) პროკუტარატურა , სასამართლო და არმიაც , წარმოიდგინეთ , უკიდურეს შემთხვევაში, (ანუ ჯანყის დროს!) , წახნაგებია მაკონტროლებელ ამკრძალავი გამნებართვიანებელ და გამნაწილებელი სტრუქტურები , როგორიცაა პარლამენტი , ცხადია ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობით და მათი შედგენილი ინსტრუქციებით (აბა, კანონს ვერ დაარქმევ , დაჭერა გამოჭერის და იმპორტის დღგ-თი დაბეგვრა არ დაბეგვრის ინსტრუქციებია !) , ეს "არჩევითი " ორგანოა და შერჩევითი ორგანოებია (!!!!) მარეგულირებელი კომისიები - სუპერმძარცველური მონოპილისტური ტარიფდამდგენები ( ხელფასიც კი მძარცველური აქვთ, ცოტანი არიან ! დეპუტატებს აქვთ მათხოვრული, ბევრნი არიან !!!!) და ეს ორი, იმ ცრულეგისტური სამართლის სისტემით ყოველთვის მართლებია თქვენთან, თქვენ ტყუით , სწორედ ამ ორის მიერ ნაკარნახევი ცხოვრებისა და მუშაობის უზნეო წესების გამტარებელი საფინანსო საგადასახადო , დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროების მაკონტროლებელ გამნაწილებელი გამნებართვიანებელი სამოხელეო პარტოკრატიული კორპუსი , აი ეს პირამიდა ზედ ადგას ფამფალა ფუძეს-რიგით მოქალაქეებს , ტუსაღებს, რომელთაც ჩხავანა კატა მეცხვარის გამომშრალ გუდურაში - წითელყვითელი ინტელიგენცია, ანუ დამქაშთა დასტა, ახლა ბომონდი ქვია, ართობს მარტის ნასესხებში (ხანდახან ნასესხები ორმოცწლიანია !) სწორედ ისინი, რიგითი, დაბადებიდან და მუდამ მტყუანი , გაზისა და დენის ქურდი , გადასახადების ბოროტი არგადამხდელი , რეციდივისტი მოქალაქე ტუსაღები მხრებით და კისრით ზიდავენ ამ მახინა პირამიდას დამქაშებიანად , რომელიც მონოპოლიზირებულ ოლიგოპოლიებში (ანუ სხვის პოლიაზე) მონურ არამოტივირებულ შრომას ეფუძნება , თუ რამ კრგსა ქმნიან უმალ ართმევენ; ის პირამიდა ამ ეკონომიკურად ბერწი და ზნეობრივად გახრწნილი (გათახსირებული !) სისტემის გვირგვინია , რომლის კენწეროში ათეული წლობით დიქტატორი დგას გარემოცვით ! ( სამ, ხუთკაციანი , ხანმოკლე, ორციკლიანნი !) ეს სისტემა-საპყრობილეა, დიდი შრომა გასწორების კოლონიაა და სანამ მთავარი ზედამხედველი (მაგალითად სტალინი , ან მისი კარიკატურული აჩრდილი პუტინი, ასეა თუ ისეა, მოკლე დროით ახალგაზრდობაში სწორ დირექტივებს უშვებს ქვემოთ წიბოების და წახნაგების გამჭოლად, სისტემა იძლევა სიცოცხლისათვის აუცილებელ "პაიოკს"-ბალანდას ტუსაღებისათვის , მათლაფა სათქვლეფს კი საცხოვრებლად წიბოებისა და წახნაგებისათვის , როგორც კი ბერდება დიქტატორი , აბდლდება, ან ახალი აბდალი მოდის სათავეში , ანუ პირამიდის კენწეროში, მაგალითად ხრუშჩოვი, გარბაჩოვი, სააკაშვილი , ან ლოთი, მაგალითად ელცინი, სისტემა ირღვევა , იბზარება , იშლება და ზედ ემხობა ფამფალო საძირკველ ფუძეს , რომელიც ითხოვს (კი არ მოითხოვს რასმეს სხვას, არა, სულ ერთიდაიგივეს !) პურსა და სანახაობას , ამისათვის კი სისტემა ითხოვს დიქტატორს , მიშას , ნანგრევებზე წამოყოფს თუ არა თავს ძველი დიქტატორის ახალი ყლორტი ( ძველი შევარდნაძე, ახალი სააკაშვილი, მაგალითად, მათი ნამყენი ივანიშვილი, უნაყოფო გამოდგა ) , ეგრევე აღსდგება პირამიდა ! აი, ამერიკული სისტემა ფერმერულია-პარალელური, ის წახნაგებისა და წიბოებისაგან კი არა, შრეებისაგან შესდგება , ისინი ურთიერთ ხახუნობენ თანაბარი უფლებებითა და ძალით და ხახუნში, ანუ თავისუფალი კონკურენციისას, ახშობენ უარყოფით ვექტორებს , რომელიმე შრე რომც გამოშრეს და გამოაკლდეს, უმალ სხვა შრე დაიკავებს მის ადგილს და შენობა მდგრადია , საძირკველია მტკიცე, არ ირღვევა არასოდეს, ზედა შრე დირექტივას კი არა, რეკომენდაციას გამოსცემს, ქვედა განიხილავს , თუ არ აწყობს , იგნორს აკეთებს და ისევ ვაზს აშენებს , კედელი ლესვაშიც გამოყავს-ეს დუღაბი (ცემენტი ქვია ქართულად !)ამერიკის კონსტიტუციაა , არ ჩეხავს ვაზს სიმინდის დასათესად ჩვენსავით , მიშამ აჩეხეთო ვაზიო , გახსოვთ ხომ ?! ხრუშჩოვმა სიმინდიო ?! გორბაჩოვმა ?! "პერესტროიტესო" , მაგრამ იგივე აგურით "სტროიტეო" ?! ახლა რომ ტრამპმა ამერიკელებს "უბრძანოს " სამიდღემჩიოდ ამირჩიეთ, მამათა ნაწერ კონსტიტუციას ვცვლიო , დახიეთ დოლარები , აქციები და სხვა ექუიტები , რუბლზე და მასში ნომინირებულ სახელმწიფო დღეში სამპროცენტიან ონლაინ სესხზე , ან ინდუსტრიულ ობლიგაციებზე გადადითო, როგორა გგონიათ სასამართლოში მოუწევს წასვლა, თუ ავლიპიკლინიკაში, იქნება სახლში , შინაპატიმრობა და თვითმკურნალობა ?! დახევენ დოლარებს ფერმერები ამერიკაში ? არა ! აქ კი თავზე დაგახევენ აპრიორში გადაუხდელ სახელმწიფო ოლიგარქიულ საათობრივ ერთპროცენტიან უფასო სესხებს , აგახევენ წიბოწახნაგის ქორები ქოხებსაც , ჩამოგართმევენ ხარკამეჩს და გოჭს , მაინც ვაშას გაიძახით , ეეჰ კროჭს მოუჭით , კროჭს ! გეღვრებათ ოფლითა და სისხლით სავსე კასრი ! მოითხოვეთ, კი ნუ ითხოვ"ს"თ !?
ღმერთი გვიშველისო ?! გაანძრიეთო ღმერთმა ხელი და გეშველებათო, როგორაო -ვკითხე მე და მაგ ხელითაო ნუღარ ჩაუყრითო პირამიდას ძირში სასუქს, საარჩევნო ურნაში ჩაუგდეთო სამი არაო !
და ამ დროს გამეღვიძა, რა იყო კაცო ეს, ა ? მეზმანა !? მაშ, მამჩვენებია !?
beso
13 ივლისი 2020 11:51
რამეს შეცვლის ის 4 წელი საქართველოში? არა მგონია რამე შეცვალოს, რადგან ეს 4 წელი მსოფლიოს არ ექნება დღის წესრიგი (მსოფლიო დაპაუზდა და ალაპარაკებენ მდივანს, არა აქვს მნიშვნელობა მდივანი გაეროსია თუ ჩხოროწყუს გამგებლის, მდივანი მდივანიააააააააა). მაშინ რაში უღის ამ კაცს საერთოდ მონაწილეობის მიღებაა? მას ამჟამად ყველაზე მეტად აწყობს განაწილდეს პასუხისმგებლობები ქვეყანაში.
ხუხაშვილს
13 ივლისი 2020 10:59
დიდი დიქტატორებიც კი ფორმალიზებული არიან... 21-ე საუკუნეში კულისებიდან მართვა დიდი სირცხვილია...
აი შენ კი ჩაქრი ჰააა ხუხა ჰააა..რამ დაგბოღმა ასე კაცო, ბიძინას ლანძღვით რომ ათენებ და აღამებ???!!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები