"გახარია ძალიან მოლიპულ გზაზე დადის" - კვირის პალიტრა

"გახარია ძალიან მოლიპულ გზაზე დადის"

პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილებებს გიორგი გახარია იღებდა და არა ბიძინა ივანიშვილი... - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- გახარია იქცა ძალიან საინტერესო ფაქტორად.

ის გამორჩეული პოლიტიკოსია, გამოავლინა სახელმწიფოს მართვის განსაკუთრებული უნარი, საღი აზრი და გახდა ავტორიტეტი, რაც, ბუნებრივია, ჩამოყალიბებულ მანკიერ სისტემას ნაწილობრივ არღვევს, შესაბამისად, მის მიმართაც გაჩნდა გაორებული დამოკიდებულება. ერთი მხრივ, ის არის ძალიან საჭირო და აქვს პოტენციალი, მეორე მხრივ კი ამ მმართველობით სისტემას საფრთხეს უქმნის.

ივანიშვილის შექმნილ რელიგიაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ლამის მის სიმაღლემდე ავიდა. გახარია ერთი მხრივ პერსპექტიულია, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მოლიპულ გზაზე დადის. ვფიქრობ, არჩევნებამდე მას არაფერი ემუქრება, მაგრამ მერე რა მოხდება, საკითხავია...

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად