"ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო შტაბის შეხვედრას ონლაინ რეჟიმში რომ დაესწრო, ამაში ვერაფერს საეჭვოს ვერ ვხედავ" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო შტაბის შეხვედრას ონლაინ რეჟიმში რომ დაესწრო, ამაში ვერაფერს საეჭვოს ვერ ვხედავ"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, იმაში, რომ ივანიშვილი საარჩევნო შტაბის შეხვედრას ონლაინ რეჟიმში დაესწრო, საეჭვო არაფერია.

როგორც მეზურნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილი მმართველ პარტიაში მიმდინარე ყველა პროცესში აქტიურადაა ჩართული.

"მას შემდეგ, რაც პანდემია დადგა, არ უნდა გაგვიკვირდეს ონლაინ შეხვედრები, იმიტომ, რომ ასეთი ფორმატი მსოფლიოში ყველგან მიღებულია. ამიტომ აქ ვერაფერს საეჭვოს ვერ ვხედავ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის აქტიურად ჩართული ნებისმიერ პროცესში. ის არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ყველა საკითხში არის აქტიურად ჩართული, როგორც იყო გუშინ ჩართული, თუნდა ონლაინ. მე ამაში ვერაფერს საეჭვოს ვერ ვხედავ. აპრობირებული მეთოდია დღევანდელ ცხოვრებაში",- განაცხადა მეზურნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა.

"ინტერპრესნიუსი"