"მივმართავ მთავრობას კითხვით, გაივლის თუ არა ორკვირიან კარანტინს დავით ზალკალიანი, რომელიც ბრიუსელში იმყოფებოდა?"
16-07-2020
"მივმართავ მთავრობას კითხვით, გაივლის თუ არა ორკვირიან კარანტინს დავით ზალკალიანი, რომელიც ბრიუსელში იმყოფებოდა?"
"ევროპული საქართველო" მთავრობას კითხვით მიმართავს, გაივლის თუ არა სავალდებულო ორკვირიან კარანტინს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც ბრიუსელში იმყოფებოდა.

აღნიშნულ საკითხზე "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, საკითხი აქტუალურია იქედან გამომდინარეც, რომ ბელგია საქართველოს მთავრობას ე.წ. გამწვანებული ქვეყნების სიაში არ შეუყვანია.

"თუ არ გაივლის ბატონი ზალკალიანი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს, მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება - რატომ არის გამონაკლისი ბატონი ზალკალიანი სხვა კეთილსინდისიერ მოქალაქეებთან მიმართებაში, მითუმეტეს, რომ იგი
იმყოფებოდა "გაუმწვანებელ" ქვეყანაში და რატომ უნდა გაიარონ კარანტინი იმ მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ე.წ. გამწვანებულ ქვეყნებში და რომელთა მოქალაქეებსაც ამავე დროს კარანტინს არ ვთხოვთ", - აღნიშნა კანდელაკმა.

ამასთან, გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე ფრენების აღდგენასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელში შეგვრჩება ამ ფორმალური "გახსნის" ფონზე
ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი ფრენები.

"მთავრობის სურვილია, რომ ავიაკომპანია Wizzair-მა, ასეთმა მნიშვნელოვანმა გადამზიდავმა, საერთოდ არ განაახლოს ფრენები არჩევნებამდე. ეს განცხადებები, როგორც სხვა მავნებლური განცხადებები, რომელიც ეხებოდა AirBaltic-ს, რომელსაც სურვილი აქვს სამჯერ იფრინოს კვირაში, თუმცა, მთავრობა ეუბნება, რომ მხოლოდ ერთხელ შეუძლია ფრენა. ეს განცხადებები ფორმალურადაც კი არავის უარუყვია. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი შევაჯამოდ, მთავრობის დუმილი მივიღოთ დასტურად, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა და ხელში შეგვრჩება ამ ფორმალური "გახსნის" ფონზე ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი ფრენები და დე-ფაქტო საქართველო დარჩება ჩაკეტილი არჩევნებამდე. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ტურიზმის სფეროში შემოსავლები შემცირებულია 97%-ით. ამ გაჯიუტებით და გაჯიქებით მთავრობა ათეულობით ათას ადამიანს ეუბნება, რომ ისინი განწირულები არიან შიმშილისთვის. ეს არის მთავრობის პრინციპული გადაწყვეტილება. მთავრობა სინამდვილეში ხელმძღვანელობს არა ეპიდემიოლოგიური მოსაზრებებით, არამედ პოლიტიკური მოსაზრებებით და ეს პარანოიალური მიდგომაც არამეცნიერულია", - განაცხადა კანდელაკმა.

"ინტერპრესნიუსი"

მანო
17 ივლისი 2020 12:39
გენიოსა!დაიღალა მოსახლეობაზე ფიქრით

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები