ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საარჩევნო სიაში მოხვედრის შესახებ უარი ეთქვა, ლაშა კომახიძე განმარტავს, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

"არ ვადასტურებ უარის თქმის ინფორმაციას. ამაზე კონსულტაცია დასრულებული არ არის. ღირსეული შემოთავაზებები მაქვს სახელმწიფოსგან", - განაცხადა ლაშა კომახიძემ, თუმცა არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ტიპის შემოთავაზებაზეა საუბარი.

შეგახსენებთ, ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს.





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები