"აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოში დასაყრდენს აძლიერებს" - რას წერს ამერიკული გამოცემა?
"აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოში დასაყრდენს აძლიერებს" - რას წერს ამერიკული გამოცემა?
ფოტო:ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი. დიდი ოცეულის სამიტი, 2019 წლის 20 ივნისი
"ვლადიმირ პუტინი ძიუდოს ოსტატია, საკმარისია გვერდი გაიქნიოს და მისი მოწინააღმდეგე ძირს დაეცემა"

ამერიკული ჟურნალის "ფორინ პოლისის" («Foreign Policy») ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით "აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოში დასაყრდენს აძლიერებს" // საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებია "საზღვრებზე" გადასვლის წესებს ამკაცრებენ და ხელს უშლიან ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციების შესვლას", რომელშიც საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკოსთა მიერ მომზადებული მოხსენების თაობაზე - თუ როგორ ისწრაფვის მოსკოვი შეაჩეროს საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ორგანიზაციებისაკენ და ამ მიზნით
დახმარებას უწევს აფხაზ და ოს სეპარატისტებს (ავტორი - ჯეკ დეჩი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
"რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ "გაყინულ" კონფლიქტებს სათავისოდ იყენებს - მოსკოვი ცდილობს ძირი გამოუთხაროს კავკასიური სახელმწიფოს სტაბილურობას და შეაჩეროს მისი სწრაფვა ევროპული თანამეგობრობისაკენ, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისაკენ", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ
მომზადებულ ყოველწლიურ მოხსენებაში კონგრესისათვის, - "რუსეთმა არ შეასრულა 2008 წელს აღებული ვალდებულება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და არ გაიყვანა თავისი ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, შექმნა სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელთა მეშვეობით კრემლი საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებას აგრძელებს. რუსეთი ფინანსურად ეხმარება აფხაზ და ოს სეპარატისტებს".

ამერიკელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ მოხსენება მომზადებულია საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის პერიოდში. დემოკრატი კონგრესმენები ცდილობენ, რომ მოხსენებაში ასახული სიტუაცია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოიყენონ: ბოლო დროს მკვეთრად გაძლიერდა მათი ზეწოლა პრეზიდენტზე, თითქოსდა იგი რუსეთის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი. სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი კრის მერფი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვიერი კონფრონტაცია ისეთი მოკავშირეების მიმართ, როგორიც გერმანიაა, "რუსებისათვის სიხარულის მომგვრელია და კრემლს დიდ შესაძლებლობებს აძლევს თავისი ინტერესების გასატარებლად". "რუსეთი გრძნობს, რომ საათი თეთრი სახლს დროს უთვლის. შესაძლოა ტრამპს პრეზიდენტობის დასრულებამდე მხოლოდ ექვსი თვე დარჩა. რუსები შეეცდებიან დარჩენილი დრო თავიანთი ინტერესებისა და გავლენის გასაფართოებლად გამოიყენონ", - ამბობს სენატორი.

სახელმწიფო დეპარტამენტში სინანულით აღნიშნავენ, რომ შეერთებულ შტატებს პრაქტიკულად არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია აფხაზეთზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე. აფხაზეთში უცხოელი ტურისტების შესვლის წესების გამკაცრების ფაქტი ხელს უშლის იქ ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლების შესვლასაც.

აშშ-მა მნიშვნელოვნად გააფართოვა საქართველოსადმი სამხედრო დახმარება და ამით ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაშვებული შეცდომა გამოასწორა - საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები მიაწოდა. თავის მხრივ თბილისს დახმარებას ევროკავშირიც უწევს.

ვაშინგტონში შეშფოთებას გამოხატავენ იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მათი კოლეგების დასახმარებლად იყენებს აღმოსავლეთ უკრაინაში. სოხუმისა და ცხინვალის ბანკებში ფულის გარეცხვა მიმდინარეობს და ამით ე.წ. დონბასის რესპუბლიკა თავიდან იცილებს საერთაშორისო სანქციების შედეგებს.

ამერიკელ პოლიტიკოსთა აზრით, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გაწეული დახმარება არასაკმარისია და შესაბამისად, თეთრი სახლი რისკავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აშშ-მა კავკასიის რეგიონში შეიძლება გავლენა დაკარგოს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ჯიმ ტაუნსენდი ჯეროვნად აფასებს რუსეთის ხელისუფლების მოქმედებას და ამბობს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წარმატებებს მიაღწია ძიუდოში, სადაც ეშმაკური ილეთი ხშირად ფიზიკურ ძალაზე მნიშვნელოვანია.

"ასეთი სცენის პირობებში მე ვფიქრობ, რომ ვლადიმირ პუტინი საკუთარ მდგომარეობას პოზიტიურად თვლის და მიაჩნია, რომ სწორედ დროა მსოფლიო პრობლემები მან სათავისოდ გამოიყენოს. იგი ძიუდოს ოსტატია, საკმარისია გვერდი გაიქნიოს და მისი მოწინააღმდეგე ძირს დაეცემა. თანაც მას ამისთვის დიდი ენერგიის დახარჯვაც არ დაჭირდება. ეს სწორედ ისაა, რასაც ახლა რუსები აკეთებენ", - აღნიშნავს ჯიმ ტაუნსენდი.


მოამზადა სიმონ კილაძემ

?
20 ივლისი 2020 09:50
GIO! საქმეც იმაშია,რომ რუსეთისგან და რუსული მენტალიტეტისგან რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვთავისუფლდეთ.თუ არა და ვიცხოვრებთ "რუსულ ქაქში".ახალი თავისუფალი თაობა ამას მაინც გააკეთებს,მაგრამ სჯობს ამისათვის ჩვენ რაღაც დონეზე მაინც მოვახერხოთ მათვის პლათფორმის შექმნა.
gio
19 ივლისი 2020 15:30
საქართველო არის აღმოსავლეთ რომის ნაწილი და აქ რუსეთი უფრო იქნება ვიდრე ამერიკა თუ მაინც და მაინც ვიღაცას აწუხებს ეს კითხვა ძალიან!!!....დანარჩენი შენ თვითონ უნდა მიხედო შენ თავს და განვითარდე
სოსო
19 ივლისი 2020 13:32
საქართველოს ისტორიული და ბუნებრივი განწყობა,პროევროპულია,მაგრამ თუ ამერიკა და ევროპა გააგრძელებს ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივი პარტიებსა და ასოებზე დაყრდნობას,ქართულ მენტალიტეტზე ძალადობას,მაშინ მართლაც დაჰკარგავენ საყრდენს, საქართველოში. მოსახლეობა ისედაც ძალიან იმედგაცრუებულია მათი დამოკიდებულებებით და ბევრს,ალბათ აღარ მოითმენს.საკუთარი გაჭირვებაც საკმარისი გვაქვს,რომ სხვის ინტერესებს აღარ გადავაყოლოთ ქვეყანა.მეგობრობა ორმხრივი გამიგია,მე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები