მამუკა ბახტაძე პოლიტიკაში ბრუნდება? - რას აცხადებს არჩილ თალაკვაძე?
20-07-2020
მამუკა ბახტაძე პოლიტიკაში ბრუნდება? - რას აცხადებს არჩილ თალაკვაძე?
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში შევა.

ამის შესახებ თალაკვაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, სტაბილურობის ნიშანია, როდესაც გუნდის განახლებასთან ერთად პროფესიონალები, კომპეტენტური, წარმატებული ადამიანები პარტიაში რჩებიან.

"ვფიქრობ, ძალიან ბევრი მოქალაქე მოხარული იქნება, თუკი მამუკა ბახტაძე "ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება. ვფიქრობ, ეს არ არის დაბრუნება, ეს არის გუნდი, რომელიც სტაბილურად მუშაობს. ეს არის სტაბილურობის ნიშანი, როდესაც გუნდის
განახლება ხდება, მაგრამ პროფესიონალები, კომპეტენტური, წარმატებული ადამიანები რჩებიან გუნდში", - განაცხადა თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"


ნანა
22 ივლისი 2020 08:51
ძალიან მოხსრული ვარ ბატონი მამუკა ბახტაძის ხილვის პროპორციულ სიაში, წარმატებები ქართულ ოცნებას.
ალექს
22 ივლისი 2020 06:38
ეეჰ ალექს, ალექს , რა სახელს ვუფუჭებთ მე და შენ მაკედონელს ?
ვინ დაარქვა კაცო ამ პაპაჩემს ეს სახელი ?!
ალექს
22 ივლისი 2020 06:37
მართალია მაღლიდან, მაგრამ მამუკას ცხოვრება ნანახი აქვს , ფუთი ჯერ არა , მაგრამ მარილი ნაჭამი აქვს , მეტს შეჭამს, აქვს პოტენციალი !

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები