"მინდა გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას..." - ნინო ბურჯანაძე "ქართულ ოცნებას" მიმართავს
20-07-2020
"მინდა გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას..."  - ნინო ბურჯანაძე "ქართულ ოცნებას" მიმართავს
მინდა მივმართო "ქართულ ოცნებას" და ვუთხრა, შეიძლება, მკრეხელობად ჟღერდეს, მაგრამ გაგიმართლათ, რომ კორონავირუსი იყო. პანდემია რომ არ ყოფილიყო და არ ამოფარებოდით, საინტერესოა, რით გაიმართლებდით თავს, ან რაზე ისაუბრებდით, ან რას დააყვედრიდით საკუთარ ხალხს , - ასე მიმართა "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რითაც მათი მხრიდან მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას გამოეხმაურა.

როგორც ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება მაჟორიტარი დეპუტატი, რადგან, მისი თქმით, გამოყენებული იქნება არა
ავტორიტეტი, არამედ ფული და ადმინისტრაციული რესურსი.

"მინდა გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას. მინდა მოგილოცოთ საქართველოს მოსახლეობას, რომ ბიძინა ივანიშვილს გაახსენდა, რომ საქართველოს მოსახლეობის წინაშე რაღაც ვალდებულება აქვს. კარგია, ბატონო ბიძინა, რომ არჩევნების წინ საკუთარი ხალხი გაგახსენდათ იმიტომ რომ, როგორც წესი, არჩევნების წინ
გახსენდებათ ხოლმე, რომ უნდა გამოჩნდეთ, საკუთარ ხალხს დაელაპარაკოთ და რაღაც უთხრათ. სხვა დროს, პანდემიის პიკშიც კი არ მოგსვლიათ აზრად, რომ ადამიანებს დალაპარაკებოდით და გაგემხნევებინათ. მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების დროს გახსენდებათ საკუთარი მოსახლეობა და არჩევნებზე გასცემთ დაპირებებს, რომელსაც შემდეგ, როგორც წესი, არ ასრულებთ. მინდა მივმართო "ქართულ ოცნებას" და ვუთხრა, შეიძლება ეს ნამდვილად მკრეხელობად ჟღერდეს, მაგრამ გაგიმართლათ, რომ კორონავირუსი იყო. პანდემია რომ არ ყოფილიყო და არ ამოფარებოდით, საინტერესოა ან რით გაიმართლებდით თავს, ან რაზე ისაუბრებდით, ან რას დააყვედრიდით საკუთარ ხალხს",- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეპიდემიოლოგ ექიმებს მაჟორიტარების წარდგენაზე იწვევენ.

"დიდი პატივისცემით მივმართავ ადამიანებს, ვინც ამ პანდემიის დროს ძალიან სერიოზულად ედგა მხარში საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას, მხედველობაში მყავს ექიმები და ეპიდემიოლოგები, მაინტერესებს, რა ესაქმებათ მათ ეპიდემიისა და პანდემიის დროს მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე. რომელი სახელმწიფო გინახავთ, სადაც მმართველი გუნდი საარჩევნო სიის ან მაჟორიტარების წარდგენის დროს ეპიდემიოლოგ ექიმებს იწვევდეს. ჩვენ ვართ ასეთი ერთადერთი ქვეყანა, იმიტომ რომ "ქართული ოცნება", დღევანდელი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ამ ადამიანების ზურგს უკან და პანდემიის ქოლგის ქვეშ აპირებენ არჩევნების ჩატარებას.

ნათქვამი იყო, რომ თურმე არჩევანი უნდა გაკეთდეს ბნელ წარსულსა და დღევანდელ "ქართულ ოცნებას" შორის, ეს ბატონი ღარიბაშვილის სიტყვებია, რატომ გვთავაზობთ არჩევანის გაკეთებას წარსულსა და დღევანდელს შორის? საქართველოს მოსახლეობა განა უკეთესს არ იმსახურებს? მე იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა გონს მოეგება, არ წამოეგება პანდემიის ფარდაგადაფარებულ პროვოკაციას და არჩევანს არა მხოლოდ წარსულსა და დღევანდელ დღეს შორის, არამედ დღევანდელსა და უკეთეს ხვალინდელ დღეს შორის გააკეთებს.

თურმე ივანიშვილმა ერს ღირსება დაუბრუნა. თქვენ, ბატონო ბიძინა, ერს ღირსება წაართვით იმით, რომ ქვეყანა ჯიბეში ჩაიდეთ, იმით, რომ იყიდეთ ორჯერ პრეზიდენტის სავარძელი, ყიდულობთ პარლამენტს, ჯიბეში იდებთ სასამართლოს, მოსახლეობას უჩენთ იმის განცდას, რომ თუ გაქვს ფული, ან ფულიანი ადამიანის ერთგული ხარ, ყველაფერი შეგიძლია და ყველაფერი მოსულა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

"ინტერპრესნიუსი"

+++
21 ივლისი 2020 13:30
კახას! თქვენ არ გასწავლეს, როგორ უნდა ელაპარაკოთ ქალბატონს? რა არის ეს, რა ლექსიკაა!!!
კნიაჟნა ბურჯანაძეს
21 ივლისი 2020 12:13
90-იან წლებში, ნაცარგარეული პურიც გვახსოვს კნიაჟნა ბურჯანაძე, ეფიკა რომ მფარველობდა ანზორას, ცუდი წლები იყო მოსახლეობისთვის, მაგრამ ფულის გაკეთების დრო იყო ზოგიერთებისთვის, თუნდაც ნაცრიანი პურით...
ისიც კარგად გვახსოვს, პარლამენტში მოშიმშილე, სიცივისგან გაყინულ მემარჯვენეებს ცივად რომ ჩაუარე და თბილი პლედიც არ მიაწოდე.
ისიც გვახსოვს, სისხლიან 7 ნოემბერს როგორ გაიტრუნე მიშას შიშით და კიდევ უამრავი რამ..
ასე რომ, იყუჩე კნიაჟნა ბურჯანაძე და დამუწე პირი, რა რაა და შენი საქილიკო ივანიშვილს ნამდვილად არაფერი სჭირს.
არ დაბლოკოთ
კახა
21 ივლისი 2020 00:55
დაგვანებე რა თავი
აგერ შენ და იქეთ შენი რუსეთი... წადიიიი...
ბოლო ბოლო ისეთმა ვირმა დამწიხლოს დაჭედილი მაინც იყოსო, შენ რა ნამუსით აღებ პირს?

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები