სად იბრძოლებენ მომღერალი ნუგზარ კვაშალი და ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე მაჟორიტარი დეპუტატობისთვის? - კვირის პალიტრა

სად იბრძოლებენ მომღერალი ნუგზარ კვაშალი და ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე მაჟორიტარი დეპუტატობისთვის?

"მოამბეს" ინფორმაციით, პარტიამ "ქართულმი ფესვები" მაჟორიტარობის 5 კანდიდატი წარადგინა, რომელთა შორის არიან: მომღერალი ნუგზარ კვაშალი, რომელიც გურიაში იბრძოლებს და ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე, რომელიც რუსთაველების გულის მოგებას შეეცდება. პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზემო აჭარაში ზურაბ ცინცქილაძე იქნება, ქუთაისში - ნათია ჯიმშერეიშვილი, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში - ნოდარ ლიპარტელიანი.

ცნობისთვის, პარტია "ქართული ფესვები" 2020 წლის თებერვალში, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა დააარსეს და როგორც ამბობენ, მათი მთავარი საზრუნავი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველები არიან. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ბესო ჩუბინიძემ განაცხადა, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატებს ეტაპობრივად წარადგენენ.