პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიაც დაიწყო.ინფორმაციისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.როგორც პრეზენტაციაზე გაირკვა, "ქართული ოცნება" არჩევნებზე მაჟორიტარ კანდიდატებად, მათ შორის ბიზნესმენებსა და მეწარმეებსაც წარადგენს. კერძოდ, ესენი არიან:ბიზნესმენი ბეჟან წაქაძე მმართველმა პარტიამ მაჟორიტარ კანდიდატად ზესტაფონის, ბაღდადის, თერჯოლასა და ტყიბულის ოლქში წარადგინა. წაქაძე სამშენებლო კომპანია GDG–ის ხელმძღვანელი და 50%-იანი წილის მფლობელია. ამასთან, ბიზნესმენი არის შპს დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის - 50%-იანი წილის; შპს ლა გრანდე დიმორას - 50%-იანი წილის; შპს "სოლიდის" - 40%-იანი წილის; შპს "მაგნოლიას" 100%-იანი წილის მფლობელი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბეჟან წაქაძეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ 60 ათასი ლარის ფულადი შემოწირულობა აქვს განხორციელებული.ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი - ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის ოლქშია წარდგენილი კანდიდატად. ობოლაშვილი შპს "გლობალფარმის" 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორია. კომპანია ფარმაცევტული საქონლით საბითუმო ვაჭრობის სფეროში მოღვაწეობს. გარდა ამისა, ობოლაშვილი შპს "პარკლაინის" 60%-იანი წილის; შპს "მესხეთი 2004-ის" – 100%იანი წილის; "ჯეომედიცინის" 35%-იანი წილის მფლობელია. გაგრძელება