ვინ არიან "ქართული ოცნების" მიერ მაჟორიტარ კანდიდატებად წარდგენილი ბიზნესმენები, რომელთა შორის ივანიშვილის ძმის პარტნიორიცაა - კვირის პალიტრა

ვინ არიან "ქართული ოცნების" მიერ მაჟორიტარ კანდიდატებად წარდგენილი ბიზნესმენები, რომელთა შორის ივანიშვილის ძმის პარტნიორიცაა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიაც დაიწყო.

ინფორმაციისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

როგორც პრეზენტაციაზე გაირკვა, "ქართული ოცნება" არჩევნებზე მაჟორიტარ კანდიდატებად, მათ შორის ბიზნესმენებსა და მეწარმეებსაც წარადგენს. კერძოდ, ესენი არიან:

ბიზნესმენი ბეჟან წაქაძე მმართველმა პარტიამ მაჟორიტარ კანდიდატად ზესტაფონის, ბაღდადის, თერჯოლასა და ტყიბულის ოლქში წარადგინა. წაქაძე სამშენებლო კომპანია GDG–ის ხელმძღვანელი და 50%-იანი წილის მფლობელია. ამასთან, ბიზნესმენი არის შპს დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის - 50%-იანი წილის; შპს ლა გრანდე დიმორას - 50%-იანი წილის; შპს "სოლიდის" - 40%-იანი წილის; შპს "მაგნოლიას" 100%-იანი წილის მფლობელი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბეჟან წაქაძეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ 60 ათასი ლარის ფულადი შემოწირულობა აქვს განხორციელებული.

ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი - ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის ოლქშია წარდგენილი კანდიდატად. ობოლაშვილი შპს "გლობალფარმის" 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორია. კომპანია ფარმაცევტული საქონლით საბითუმო ვაჭრობის სფეროში მოღვაწეობს. გარდა ამისა, ობოლაშვილი შპს "პარკლაინის" 60%-იანი წილის; შპს "მესხეთი 2004-ის" – 100%იანი წილის; "ჯეომედიცინის" 35%-იანი წილის მფლობელია. გაგრძელება