აშშ-ის ელჩი: "აუცილებელია, მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს" - კვირის პალიტრა

აშშ-ის ელჩი: "აუცილებელია, მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს"

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აუცილებელია რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს. აღნიშნულის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან მცოცავი ოკუპაციისა და საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, რომ მსგავსი საკითხები განიხილოს ისეთ შეხვედრებზე, როგორიც არის ჟენევის მოლაპარაკებები და IPღM-ის (ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი) შეხვედრები.

"ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ მხარს უჭერს საქართველოს, ასევე მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებებს, რაც არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი და მოგვიანებით, როგორც ვიცი, მოხდება ასევე პირისპირ შეხვედრები და მსჯელობა ამ ფორმატის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ასევე, საუბარია IPRM-ის შეხვედრების აღდგენასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ასეთი საკითხები, როცა ადგილი აქვს ადამიანების გატაცებას და სხვადასხვა საკითხებს, რაც წამოიჭრება ხოლმე საქართველოს მოქალაქეებთან და მათი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, გადაწყდეს ამგვარ შეხვედრებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მექანიზმები რა თქმა უნდა , არსებობს და მათი ეფექტური ამოქმედებისთვის აუცილებელია, რომ მივაწღიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მექანიზმები როგორც ვთქვი არსებობს, მთავარია, რუსეთი დაექვემდებაროს და შეასრულოს ის ვალდებულებები , რაც მას აღებული აქვს", - განაცხადა კელი დეგნანმა.

"ინტერპრესნიუსი"