"დღეს რეალურად ჯანდაცვის მინისტრი არის არა ეკა ტიკარაძე, არამედ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძე"
"დღეს რეალურად ჯანდაცვის მინისტრი არის არა ეკა ტიკარაძე, არამედ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძე"
დღეს რეალურად ჯანდაცვის მინისტრი არის არა ეკა ტიკარაძე, არამედ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკა ხვედელიძე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სექტორში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეკა ხვედელიძე არაფორმალურადაა ჩართული.

"ის ატარებს არაფორმალურად თათბირებს, ფიზიკურად არ არის, მაგრამ ის არის ტელეფონით ჩართული. რეალურად მთელმა ჯანდაცვის სამინისტრომ იცის ეს. როგორც ჩანს, ეკა ხვედელიძეს იმის ამბიცია აქვს, რომ ჯანდაცვა კარგად ესმის. სხვათაშორის, ყველა
საავადმყოფომ უნდა იცოდეს, რომ ის მავნებლური გადაწყვეტილება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით მოდის ეკა ხვედელიძისგან", - განაცხადა უგულავამ.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები