სად იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა? - კვირის პალიტრა

სად იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა?

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ის სავარაუდოდ, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რეგიონში იქნება.

თუმცა, მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" არ დააკონკრეტა თუ რომელ რეგიონში გააგრძელებს საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას.

"არმგონია, დავით სერგეენკო ოპოზიციაში რაიმე გადაწყვეტილების ცვლილების საფუძველი იყოს, კანდიდატთან დაკავშირებით. საბურთალოზე მაღალი ალბათობით ყველა პარტია დააყენებს კანდიდატებს ან ვინმეს ინდივიდუალურად დაუჭერს მხარს. საბურთალო განწირულია მეორე ტურისთვის, ვაკისგან განსხვავებით. პირველივე ტურში ელენე ხოშტარია ვაკეში მოიგებს.

რაც შემეხება მე, ალბათ, დავდგები მაჟორიტარად რეგიონში. ჯერჯერობით, კონსულტაციები არაა დასრულებული. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, რომ ვიყო მაჟორიტარი კანდიდატი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ტრენდი, რომელიც უკანასკნელი 15-20 წელია შეიქმნა ახალ სახეებთან დაკავშირებით არასწორია.

"თუ ის სახელი და გვარი არაფერს ეუბნება ფართო საზოგადოებას, ელექტორალური წონა მას არ აქვს. პოლიტიკის კეთების საფუძველი არის ცნობადობა. ადამიანი შეიძლება, გენიალური ადამიანი იყოს, მაგრამ თუ მას არ იცნობენ, მას არ აირჩევენ," - განაცხადა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"