"ივანიშვილის ხელში ვართ "სამოსანი", დამალული, დაჩაგრული, დაბეჩავებული, საშინაო და საგარეო პოზიციების არმქონე ქვეყანა" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის ხელში ვართ "სამოსანი", დამალული, დაჩაგრული, დაბეჩავებული, საშინაო და საგარეო პოზიციების არმქონე ქვეყანა"

თუ ერთობლივი ძალისხმევა არ იქნება, შეიძლება, ივანიშვილი 2030 წლამდე შეგვრჩეს და ბაყაყებივით ჭაობში ვისხდეთ , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელში ახლა საქართველო დაჩაგრული და დაბეჩავებულია.

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი არ არის რიგითი გამოწვევა. ის არის სერიოზული გამოწვევა. თუ ერთობლივი ძალისხმევა არ იქნება, შეიძლება, ივანიშვილი 2030 წლამდე შეგვრჩეს და ბაყაყებივით ჭაობში ვისხდეთ და ვიყიყინოთ. ამ ჭაობს ბოლოს რუსეთი გადაიბარებს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ვიყოთ ჭაობში. არ გვაქვს იმის ფუფუნება, ვიყოთ "სამოსანი". რეგიონში საქართველო ყოველთვის "ხუთოსანი" უნდა იყოს იმისთვის, რომ მისი პოზიციები იყოს ძლიერი. ჩვენ ახლა, ივანიშვილის ხელში ვართ "სამოსანი", დამალული, დაჩაგრული, დაბეჩავებული, საშინაო და საგარეო პოზიციების არმქონე ქვეყანა", - განაცხადა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"