"არ ვიცი, ეს გი­თხრათ თუ არა მი­შამ" - როგორ ხსნის გრიგოლ ვაშაძე 2008 წელს გავრცელებულ სააკაშვილისა და ჰალსტუხის ეპიზოდს? - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, ეს გი­თხრათ თუ არა მი­შამ" - როგორ ხსნის გრიგოლ ვაშაძე 2008 წელს გავრცელებულ სააკაშვილისა და ჰალსტუხის ეპიზოდს?

დიმიტრი გორდონის "იუთუბარხზე" გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, რომლის დროსაც დიმიტრი გორდონმა გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰალსტუხის დაღეჭვის ეპიზოდი, რაზეც ვაშაძემ განაცხადა:

"რაც შეეხება ჰალსტუხს, არ ვიცი, გითხრათ თუ არა მიშამ ეს... იმის გამო, რომ იგი არანორმალური ცხოვრებით ცხოვრობდა (არანორმალური ცხოვრება კი იმას ნიშნავს, რომ მას წყვეტილად ეძინა, სახელმწიფო საქმეებით კვირაში 7 დღე იყო დაკავებული - დღე-ღამეში 24 საათით, თან არანორმალურად იკვებებოდა, მას უთხრეს, რომ როცა შესაძლებლობა გექნება, რაღაც დადე მაგიდაზე და დაღეჭე ხოლმეო... შემდეგ ეს მას ჩვევად გადაექცა. აი, აქედანაა იმ ავადასახსენებლი ჰალსტუხის ამბავი. (წყარო)