"გახარია ვერ იტანს გომელაურს, კალაძეს ვერ იტანს ლილუაშვილი, ყველას ერთად, ადამიანებად არ თვლის ივანიშვილი"
"გახარია ვერ იტანს გომელაურს, კალაძეს ვერ იტანს ლილუაშვილი, ყველას ერთად, ადამიანებად არ თვლის ივანიშვილი"
მე ვთვლი, რომ"ნაციონალური მოძრაობა" ღრმად ცდება, როდესაც თვლის, რომ გამარჯვებისთვის მაჟორიტარებში გამსხვილება არ აწყობს , - ამის შესახებ"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ"პალიტრანიუსის" გადაცემა"360 გრადუსში" განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურზე აქცენტის გადატანა სარისკოა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველი ტურის შემდეგ 5,7 და 10 გამარჯვებული მაჟორიტარი იქნებოდა წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ გამარჯვების მარშად გვექცია მეორე ტური. რვა წელიწადია ოპოზიციას არ გაუმარჯვია, კორცხელს და ნასაკირალს თუ არ ჩავთვლით. ოპოზიციურ ამომრჩეველს მომავალში წკიპზე
გამარჯვება კი არ სჭირდება, სჭირდება გამარჯვება დაინახოს, რომ დაიჯეროს ეს გამარჯვება. ჩვენ პრინციპულად მიგვაჩნია, რომ მეორე ტურზე ამხელა აქცენტის გადატანა სარისკოა. იმ ერთობას, რასაც ჩვენ ვცდილობთ, პირველ რიგში,"ნაციონალური მოძრაობა" უნდა ცდილობდეს. ეს არის დიდი პარტია, მაგრამ დიდი არ ნიშნავს ავტომატურად ძლიერს და ძლიერი ნიშნავს იმას,
ვისაც ესმის ერთობის ფასი. მოდი პრაგმატულად ვთქვათ, ემოციებს და ალტრუიზმს რომ თავი დავანებოთ, ერთობით თუ ვინმე ძლიერდება, პირველ რიგში ძლიერი ძლიერდება. ჩვენ ცუდი გამოცდილება გვაქვს, 2016-2018 წლებში, როდესაც მეორე ტურში თუ 5 ნომერი 41-ის წინააღმდეგ დარჩა მარტო, სასწორი საით გადაიხრება არ ვიცით", - განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის წევრების შეფასებებს ოპოზიციის ერთიანობაზე, უგულავა აცხადებს, რომ"ქართული ოცნების" მხრიდან ეს"ჩვეულებრივი იაფფასიანი ფანდი და პიარსვლაა".

"ჩვენ ვლაპარაკობთ ვითომ ერთიან ხელისუფლებაზე, სადაც გახარია ვერ იტანს გომელაურს, კალაძეს ვერ იტანს ლილუაშვილი, ყველას ერთად, ადამიანებად არ თვლის ივანიშვილი, კობახიძე ნახევარი უმრავლესობისთვის გულყრას იწვევს და ეს ხშირად ღიად ჩანს. ასე რომ, ასეთი ადამიანებისგან საუბარი არც მწყინს, იმიტომ რომ ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს. ჩვენ ამ რვა წლის განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, მაგალითად გაუთლელი თავდაცვის მინისტრი როგორ ლანძღავდა გუნდის წევრ, ირაკლი ალასანიას. ამ ადამიანებმა არც გუნდურობა იციან, არც მეგობრობა, არც საჯარო პატივისცემა და თუ საჭიროა არც ნორმალური და საქმიანი კრიტიკა არ იციან", - განაცხადა უგულავამ.


"ინტერპრესნიუსი"
თეო
30 ივლისი 2020 10:43
გიგილოოოო,შენ ყველას უყვარხარ!))))))))))))))))))))))))))

რუბრიკის სხვა სიახლეები
10-08-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
10-08-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები