"ეს არის მონსტრებისა და"ჩმორების“ კორპორაცია" - რას ამბობს გიგი უგულავა გიორგი რურუას განაჩენზე?
"ეს არის მონსტრებისა და"ჩმორების“ კორპორაცია" - რას ამბობს გიგი უგულავა გიორგი რურუას განაჩენზე?
ეს განაჩენი, რომელიც დღეს ჩვენ ამ ჭილობში გამოხვეული მოსამართლისგან მოვისმინეთ, 18 ნოემბერსვე იყო ცხადი, როცა გიორგი რურუა უკანონოდ დააპატიმრეს, - ამის შესახებ"ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს,"მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ეს სასამართლო არ არის,"ეს არის მონსტრების კორპორაცია“.

„ივანიშვილმა მთელი სასამართლო საჯიჯგნად ხელში თავის ყმას, მურუსიძეს ჩაუგდო. აბოსლუტურად უსამართლო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, მერე ნუ გვიკვირს, რატომ არის ასეთი ტოტალური უნდობლობა
გამოძიების მიმართ."ქართულ ოცნებას“, როცა ხელისუფლებაში მოვიდა, ერთადერთი რამ ჰქონდა გასაკეთებელი, გაეუმჯობესებინა მართლმსაჯულება. დღეს ჩვენ საბოლოოდ ვხედავთ, რომ სასამართლო არის ცარიელი კედლები, შიგნით მოკალათებულია კორუმპირებული"ჩმორი“ მოსამართლეებით. რას ველოდით ამ მოსამართლისგან? ეს არის მონსტრებისა და"ჩმორების“ კორპორაცია. დიდი დრო არ აქვთ დარჩენილი, ავგიას თავლაა და გამოიწმინდება ეს ყველაფერი.
საქართველო წინ და უკან ტრიალებს ერთსა და იმავე წრეზე, ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო მეტად ძლიერდებიან, ადამიანის სისხლით ივსებიან. ამ მოსამართლეების კინწისკვრით, პანჩურებით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი. შეიძლება ჩვენ ბევრ რამეზე ვიკამათოთ, მაგრამ სრული თანხმობაა ამაზე, რომ ქეჩოში უნდა მოკიდო და ცხვირპირით გამოათრიო ეს მართლა მონსტრების კორპორაცია,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, მათი გეგმაა არჩევნებზე"ქართული ოცნების“ დამარცხება.

„თევზი თავიდან ყროლდება, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა სოლოლაკის სასახლიდან აყროლდა. ამ ყროლის თავი და წყარო არის ბიძინა ივანიშვილი. სანამ ის იქნება ხლეისუფლებაში და სანამ ეს"ჩმორების“ კორპორაცია იქნება, სამართალს ჩვეულებრივია ადამიანი ვერ იპოვის. გულის ამრევია ყველა ის ადამიანი, რომელიც დღევანდელ ვითომ ჩადებულ იარაღზე საუბრობს 20-30 წლის წინანდელი ისტორიით. თუ რამე უნდოდა, 8 წელია ხელისუფლებაშია და ექნა. ან რამე ბრალი წაეყენებინა, როცა დასჭირდა მაშინ ჩაუდეს იარაღი. ძალიან მწარედ ინანებს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
10-08-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
10-08-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები