ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში გაემგზავრა - კვირის პალიტრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ე.წ. სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია "პრეზიდენტის პრესსპიკერ“ მარიანა კვიცინიაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, კვიცინიას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ასლან ბჟანიას "მოსკოვში ვიზიტი“, რა მიზნით წავიდა იქ და ვისთან გამართავს შეხვედრებს.

ცნობისათვის, დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში "ვიზიტით“ ორჯერ უკვე იმყოფებოდა. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით რუსეთში მიწვეული ბჟანია 24 ივნისს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.