"ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ, რომ..." - რა უპასუხა გახარიამ შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეებთან დაკავშირებულ შეკითხვას - კვირის პალიტრა

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ, რომ..." - რა უპასუხა გახარიამ შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეებთან დაკავშირებულ შეკითხვას

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ, რომ კონკრეტული ადამიანის, ოჯახების ტრაგედიები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვები დავსვათ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მედიის წარმომადგენლების კითხვას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გამოძიების მიმართ უნდობლობა აქვს, პრემიერმა უპასუხა, რომ მსგავსი რამ არ მოუსმენია.

"ეს მძიმე ადამიანური ტრაგედიები არ უნდა გამოვიყენოთ, ეს ეთიკური არ არის, აცადეთ პოლიციას და პროკურატურას, გამოძიება ჩაატაროს ნორმალურად. თუ გამოძიების შემდეგ დარჩება ღია კითხვის ნიშნები, ამ ქვეყანაში მედია თავისუფალია, გამოხატვის უფლება თავისუფალია, არავის არასოდეს არაფერი შეუზღუდავს. ბევრჯერ შევხვედრივართ და ბევრ საქმეზე გვისაუბრია, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ, რომ კონკრეტული ადამიანების, ოჯახების ტრაგედიები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვები დავსვათ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო