"ქვეყნის ყოფილი პრემიერია და ლოგიკურია, რომ სიაში იყოს" - რას ამბობს გიორგი გახარია მამუკა ბახტაძეზე? - კვირის პალიტრა

"ქვეყნის ყოფილი პრემიერია და ლოგიკურია, რომ სიაში იყოს" - რას ამბობს გიორგი გახარია მამუკა ბახტაძეზე?

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძის "ქართული ოცნების" პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოფნა ლოგიკურია.

ამასთან, გახარია აღნიშნავს, რომ არ იცის, იქნება თუ არა ბახტაძე პროპორციულ სიაში.

"წარმოდგენა არ მაქვს. მამუკა ბახტაძე არის ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი, რომელიც ლოგიკურია, რომ სიაში იყოს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას.

"ინტერპრესნიუსი"