"პრეზიდენტი არის მოსიარულე, მოლაპარაკე და ახლა უკვე "მხატვარი საფრთხე"
"პრეზიდენტი არის მოსიარულე, მოლაპარაკე და ახლა უკვე "მხატვარი საფრთხე"
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ახალი ეპითეტი დაემატა და ის "მხატვარი საფრთხეა".

გოცირიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა დახატა რაღაც დროშა, რომელიც ეწინააღმდეგება ზოგადსახელმწიფოებრივ სიმბოლიკას და უკვე პოლიტიკური ქილიკისა და დაპირისპირების საგანი ხდება".

"როგორ შეიძლება პრეზიდენსტს ჰქონდეს საკუთარი დროშა? - დროშა არის ერთი, ეს არის სახელმწიფო დროშა. მისი გადაწყვეტილება ჯერ ერთი არის არაკონსტიტუციური და როდესაც პრეზიდენტზე ვიძახდით, რომ ის არის მოსიარულე საფრთხე, ანუ გადადგამს
ფეხს და მერე მისი შეცდომები უნდა გამოასწოროთ, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მოლაპარაკე საფრთხე, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მწერალი საფრთხე, როდესაც რაიმე პოსტს დადებს და ხან ლიტერატურულად არის ჩასასწორებელი და ხან პოლიტიკურად, ახლა უკვე დაემატა ახალი ეპითეტი და ის არის მხატვარი საფრთხე. დახატა რაღაც
დროშა, რომელიც უკვე ფაქტობრივად, ხდება პოლიტიკური ქილიკისა და დაპირისპირების საგანი და ასე ვთქვათ, ძალაუფლების შტოებში სეპარატულ კუნძულად წარმოაჩენს საკუთარ თავს და ეწინააღმდეგება ზოგადსახელმწიფოებრივ სიმბოლიკას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება საკანონმდებლო მაცნეზე გუშინ გამოქვეყნდა და ის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებულია.

ბრძანებულების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დროშა უნდა დამტკიცეს საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად და დამტკიცდეს თანდართული სახით.

ბრძანებულების თანდართულ დოკუმენტში კი ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი.

"ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან", - წერია თანდართულ დოკუმენტში, რომელსაც თან დროშის ფოტოსურათიც ახლავს.

"ინტერპრესნიუსი"

31 ივლისი 2020 20:05
Drosha an tavad gerbi ramdenad scored asaxavs saqartvelos rogorc secularuli demokratiuli respublikis statuss samefo gvirgvinisa da cmindanis gamosaxulebit es calke temaa. Rac sheexeba prezidentis droshas aq axali da sagangasho araferia amerikis prezidentsac aqvs Presidential Flag.
ალექს
31 ივლისი 2020 14:05
იმ ფონზე, ნაცებმა ოპოზიციონერ პრეზიდენტ მიშას უშუალო ხელმძღვანელობით რომ 2012-ს ოქტომბრიდან ფულები გაზიდეს ქვეყნიდან, აწყობდნენ ღია საბოტაჟს , დესტრუქციას , შანტაჟს , პორტირებით საკადრო ინტერვეციას , საერთაშორისო დიპკომპრომეტაციას, კონფლიქტების პროვოცირებას, და სხვა უამრავ საძაგლობას, ამ უნიათო ქოცებმა , კიდევ კარგად გაქაჩეს - ნაცებო, ამათ ადგილას ჩაგყრიდით ვირის აბანოში პირველსავე დღეს , ეგზიტპოლებამდე დაგადებდით კანდალებს და ახლა პოლიტპატიმრად გამოგიშვებდით -მადლია, მაგრამ რა ვუყოთ კრემლს და ვაშინგტონს , რომ გადაგეფარათ !? არც ეხლაა გვიან , მალე შეხვალთ, მალე გამოხვალთ !

რუბრიკის სხვა სიახლეები
10-08-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
10-08-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები