"გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ..." - რას წერს ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში?
"გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ..." - რას წერს ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში?
არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მერაბიშვილი აღნიშნავს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

"ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშველოვანესი არჩევნები. ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება არა ის, რას იზამს "ქართული ოცნება", რადგანაც ის უკვე გუშინდელი დღეა, არამედ, გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ, საერთო ეროვნული მიზანი დავაყენოთ საკუთარ
კარიერაზე, პირად ამბიციებზე მაღლა, ვიბრძოლოთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის.

დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება.

განახლებული "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გა
დამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი.

ეს ჩემი მიმართვა რომ არ დარჩეს მხოლოდ ზოგად მოწოდებად, მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის", - წერს მერაბიშვილი.


ai
04 აგვისტო 2020 00:23
აი ჭკვიანი, იცის მაინც არ აირჩევს ხალხი, არც თითონ მოიშლის ნერვებს და არც ხალხს მოუშლის ტყუილად.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?