"ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა.რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში"ევროპული საქართველოს" კანდიდატები იქნებიან:ზურაბ ჭიაბერაშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;გიორგი ღვინიშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;ირმა ნადირშვილი- რუსთავი;აჰმედ იმანყულიევი - მარნეული, გარდაბანი;ოთარ კახიძე- ქუთაისი;სერგო რატიანი- საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული;გიგი წერეთელი- ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული;აკაკი ბობოხიძე- სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი;გიგი უგულავა- ზუგდიდი;გიგა ბოკერია- ფოთი-ხობი-სენაკი;ლელა ქებურია - აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ;ხათუნა გოგორიშვილი- ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური;ტარიელ ნაკაიძე- ხულო-შუახევი-ქედა.პარტიამ დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებზე კანდიდატებიც. ესენია: ბათუმში - ვახტანგ კალოიანი, ხოლო ქედა-შუახევი-ხულო - თემურ კახიძე.ბაქრაძის თქმით, "ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.იხილეთ ვიდეო