"ჩემი კონკურენტი არ იქნება ბედკრული ირაკლი ჩიქოვანი, ჩვენი კონკურენტი იქნება ივანიშვილი, მხოლოდ ივანიშვილი და მარტო ივანიშვილი"
"ჩემი კონკურენტი არ იქნება ბედკრული ირაკლი ჩიქოვანი, ჩვენი კონკურენტი იქნება ივანიშვილი, მხოლოდ ივანიშვილი და მარტო ივანიშვილი"
ჩემი კონკურენტი არ იქნება ბედკრული ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც თვითონაც არ იცის, რომელ პარტიას, როდის წარმოადგენდა, მათ შორის, ზუგდიდში, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისთვის პარტიის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ამასთანავე, უგულავას თქმით, საჯაროდ უნდა დაიდოს პირობა, რომ განვითარება და წინასვლა აღარ იქნება ადამიანის უფლებების ხარჯზე. მისი შეფასებით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ იყო წინსვლა განვითარება, მაგრამ თვალი უნდა გაუსწორონ ასევე, შეცდომებსა და პრობლემებს.

"ჩვენ არასდროს არ
უნდა მოვითხოვოთ გაკეთებული საქმეებისა და წარმატებისთვის მადლობა, მაგრამ ყოველთვის უნდა მოვიხადოთ ბოდიში, თუ სადმე შეგვეშალა და ესეც არის ჩვენი მტკიცე პოზიცია წ
არსულთან დაკავშირებით, რომელიც არის მშობელი მომავლისა. მე მინდა ჩვენს კოლეგა პარტიებს, ბუნებრივია, ვთხოვო მხარდაჭრა, მაგრამ, ამავე დროს, ვარ მზად პატიოსანი კონკურენციისთვის. მიმაჩნია, რომ ზუგდიდი არ არის მეორეხარისხოვანი, ან კაცის კაცების, ან პარტიული ნომრების შეჯიბრის ასპარეზი. ზუგდიდი არის ცენტრალური ადგილი, სადაც უნდა წავიდნენ პოლიტიკური ლიდერები და გამართონ პოლიტიკური ბრძოლა. ეს არჩევნები იქნება პოლიტიკური არჩევნები, ჩვენ ხელიდან უნდა გამოვტაცოთ ივანიშვილს ზუგდიდი, უნდა გამოვტაცოთ ხელიდან სამეგრელო და მთლიანად მთელი სახელმწიფო, რომელიც მას პრივატიზებული აქვს და ჯიჯგნის თავის ამალასთან ერთად. ამიტომ, მეგობრებო, მე ვარ მზად კონკურენციისთვის, მაგრამ ჩემი კონკურენტი არ იქნება არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ჩემი კონკურენტი არ იქნება არც ის ბედკრული ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც თვითონაც არ იცის, რომელ პარტიას, როდის წარმოადგენდა, მათ შორის, ზუგდიდში, ჩვენი კონკურენტი იქნება ივანიშვილი, მხოლოდ ივანიშვილი და მარტო ივანიშვილი, რადგან ზუგდიდში გაიმართება მთავარი ბრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი ყველა სიბინძურეზე მზად არის, რასაც ჩვენ ამ რვა წლის განმავლობაში ვუყურებთ, მე მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა, გავუძლო ამას და მზად ვარ იმისთვის, რომ თქვენთან ერთად ვიბრძოლო ჩვენი თავისუფლოებისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის, ჩვენი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. დავირაზმოთ ერთად და ზუგდიდში ვაჩვენოთ წარმატება!"- განაცხადა გიგი უგულავამ.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
დღის კითხვადი სტატიები