"ერთპიროვნულ მმართველად კატეგორიულად არ მინდა მიხეილ სააკაშვილი"- რას აცხადებს ნინო ბურჯანაძე?
04-08-2020
"ერთპიროვნულ მმართველად კატეგორიულად არ მინდა მიხეილ სააკაშვილი"- რას აცხადებს ნინო ბურჯანაძე?
მიხეილ სააკაშვილს აქვს შინაგანი განწყობა, რომ ნახევარი საქართველო ელოდება, როდის დაბრუნდება ხელისუფლებაში, თუმცა ეს ასე არ არის, - ამის შესახებ ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის"გადაცემა "დღის ნიუსრუმში"განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა"დამაჯერებლად გაიმარჯვებს და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება.

ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება და ობიექტურ რეალობას მოწყვეტილია.

"ერთი მხრივ, ის ცდილობს მაქსიმალური მოტივაცია მისცეს თავის ამომრჩეველს იმიტომ, რომ
ყველა პარტიის ამომრჩეველს უნდა, რომ თავისი რჩეული პარტია დაინახოს ხელისუფლებაში. მეორე მხრივ, ის მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას იმიტომ, რომ არ არის საქართველოში. რაც არ უნდა ძლიერი ან გამოცდილი იყოს პოლიტიკოსი და სააკაშვილი მომწონს თუ არა, პოლიტიკოსია უდავოდ, როცა ის არ არის ადგილზე, ის აუცილებლად რეალობას წყდება.
რაც არ უნდა ინფორმირებული იყო, მას აქვს აშკარად შინაგანი განწყობა, რომ ნახევარი საქართველო ელოდება, როდის დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ ეს ასე არ არის. ამას ხედავენ მისი პარტიის აქ მყოფი ლიდერები და აცნობიერებენ ადგილობრივ რეალობას, როცა საზოგადოებას არ უნდა ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება"ხელისუფლებაში, მაგრამ არც მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა"არ უნდა ერთპიროვნულად ხელისუფლებაში. მეც გულწრფელად გეტყვით, არ მინდა "ქართული ოცნება"და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, მაგრამ ერთპიროვნულ მმართველად კატეგორიულად არ მინდა მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი კოალიციური მთავრობა, სადაც ალბათ, იქნება ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობაც", ეს უკვე სხვა რამეა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?