"არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა, მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი" - კვირის პალიტრა

"არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა, მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი"

პოლიტიკური გუნდის "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" პრეზენტაცია გაიმართა. როგორც პოლიტიკური გუნდის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ის საბურთალოზე მაჟორიტარობის კანდიდატად იყრის კენჭს.

მან მოქალაქეებს მიმართა, რომ ისინი არიან მისი ძალაც, ღონეც და მათი მხარდაჭერის იმედი აქვს.

"მინდა ჩემს უბნელებს, ჩემს მეზობლებს, ჩემს საბურთალოელებს კიდევ ერთხელ ვთხოვო, კიდევ ერთხელ მსურს თქვენი თანადგომა. მინდა, რომ კიდევ ერთხელ და თქვენი მხარდაჭერით გავიმეოროთ ის წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც თბილისში 2014 წელს მოხდა, როდესაც მე საბურთალოელებმა დამოუკიდებელ კანდიდატს და დამოუკიდებელ პოლიტიკოსს მხარი დამიჭირეს.

დიახ, არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა და პარტია "მოქალაქეების" სახელით მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ვიცი, რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში შევდივარ, მაგრამ ამას აქვს სწორედ ეშხი, ამ გამარჯვებას ექნება ეშხი, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენთან ერთად 2014 წლის შედეგს და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხალხის ძალას, საბურთალოელების მხარდაჭერის ძალას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი საქართველო" , - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"