"მიხეილ სააკაშვილი ხიბლის ცოდვითვაა შეპყრობილი"
"მიხეილ სააკაშვილი ხიბლის ცოდვითვაა შეპყრობილი"
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის წესები არ არსებობს და ის “ხიბლის ცოდვითვაა შეპყრობილი”.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სამწუხაროა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის მიერ შექმნილ “სისხლიან წარსულს” ყოველდღიურად აწერენ ხელს.

“იმ ფსიქიკის ადამიანისთვის, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, წესი არ არსებობს. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის თემასთან დაკავშირებით საუბარი აქ აბსოლუტურად უადგილოა. ეს არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც არის შეპყრობილი ხიბლის ცოდვით. ესაა ის რეალობა, რომელსაც
დღეს ვუყურებთ”,- განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ის აღნიშნავს, სააკაშვილს სურს, ყველაფერი პირად ამბიციას დაუქვემდებაროს.

“სააკაშვილი აშკარად ადასტურებს და ყოველდღიურად უფრო ინტენსიურად უსვამს ხაზს იმას, რომ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც გარკვეულ პერიოდში სამსახურს უწევდა “ნაციონალურ მოძრაობას”, მათ შორის “ევროპული საქართველოც”, მისთვის არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას. მას აქვს
პირადი ამბიცია და უნდა, ყველაფერი, მათ შორის მისი გუნდის წევრებიც, დაუქვემდებაროს ამ პირად ამბიციას და ხელი მოაწერინოს კიდევ ერთხელ და ათასჯერ იმ სისხლიან დანაშაულებებზე, რაც მან საქართველოში ჩაიდინა”, - განაცხადა ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?