"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება, არასდროს შევეგუებით ოკუპაციას" - კვირის პალიტრა

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება, არასდროს შევეგუებით ოკუპაციას"

ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რომ მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიები ყველაზე დიდი ტკივილი და გამოწვევაა.

„ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული - ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი და სერიოზული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რომ მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოვახერხოთ გონიერებით, განათლებით, ეკონომიკური განვითარებით და წინსვლით“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

"ინტერპრესნიუსი"