"ნატო რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან"
"ნატო რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან"
ნატო განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, – ამისშესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"12 წლის განმავლობაში რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე, რის შედეგადაც, ათასობით საკუთარი სახლებიდან და მიწიდან გადაადგილებულია. ნატო კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები
საქართველოს ტერიტორიიდან", – წერს ჯეიმს აპატურაი.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
დღის კითხვადი სტატიები