"რუ­სებს ქარ­თვე­ლე­ბის მხა­რეს ვე­გო­ნე, ამე­რი­კე­ლებს და ევ­რო­პის ნა­წილს კი ზედ­მე­ტად შემ­რი­გებ­ლად მი­ვაჩ­ნდი" - რას წერს აგვისტოს ომზე ნიკოლა სარკოზი თავის მემუარებში
"რუ­სებს ქარ­თვე­ლე­ბის მხა­რეს ვე­გო­ნე, ამე­რი­კე­ლებს და ევ­რო­პის ნა­წილს კი ზედ­მე­ტად შემ­რი­გებ­ლად მი­ვაჩ­ნდი" - რას წერს აგვისტოს ომზე ნიკოლა სარკოზი თავის მემუარებში
2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს აგ­ვის­ტოს ომი­დან 12 წელი შეს­რულ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა სა­ქარ­თვე­ლოს 228 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე, 14 პო­ლი­ცი­ე­ლი, ხოლო 1 747 და­იჭ­რა. სახ­ლე­ბი და­ტო­ვა თით­ქმის 150 000-მა ადა­მი­ან­მა, მათ­გან დღემ­დე დევ­ნი­ლო­ბა­ში რჩე­ბა 30 000-მდე.

მა­შინ აქ­ტი­უ­რი საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ნი­კო­ლა სარ­კო­ზის ჩა­რე­ვის შე­დე­გად მო­ხერ­ხდა. სარ­კო­ზიმ 12 აგ­ვის­ტოს 6-პუნ­ქტი­ა­ნი სამ­შვი­დო­ბო გეგ­მა ჯერ მოს­კოვ­ში, შემ­დეგ კი თბი­ლის­ში შე­ა­თან­ხმა. 8 სექ­ტემ­ბერს კი, მედ­ვე­დევ­თან და სა­ა­კაშ­ვილ­თან სამ­შვი­დო­ბო გეგ­მის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი და­ა­ზუს­ტა.

სწო­რედ 2008 წლის მოვ­ლე­ნებ­ზე წერს დე­ტა­ლუ­რად ნი­კო­ლა სარ­კო­ზი მე­მუ­ა­რუ­ლი წიგნ­ში Le Temps des Tempêtes (ქა­რიშ­ხლე­ბის დრო). ის დე­ტა­ლუ­რად იხ­სე­ნებს, რო­გორ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ, რო­დე­საც თა­ვად პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. ავ­ტო­რი მე­მუ­ა­რულ ჟანრ­ში ვრცლად აღ­წერს ომს და მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში მის პი­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

თა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს სარ­კო­ზის წიგ­ნი­დან, რო­მე­ლიც
საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა ელჩმა ბუბა კუ­და­ვამ თარ­გმნა:

8 აგ­ვის­ტო, 2008. პე­კი­ნი. ოლიმ­პი­ა­დის გახ­ნის ცე­რე­მო­ნია სტა­დი­ონ­ზე

გა­ფით­რე­ბუ­ლი და მკაც­რი სა­ხით მო­ე­მარ­თე­ბა ჩემ­სკენ ჩემი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გუნ­დის უფ­რო­სი და ამავდრო­უ­ლად "შერ­პა" ჟან-და­ვიდ ლე­ვი­ტი. "ახ­ლა­ხან შე­ვი­ტყვე უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ამ­ბა­ვი. რუ­სე­თის არ­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის პრო­ცეს­შია. რო­გორც ჩანს, ქვეყ­ნის და­პყრო­ბა უნ­დათ. ახლა ვა­მოწ­მებ ამ მოვ­ლე­ნე­ბის სი­ნამ­დვი­ლეს".

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ჩემ­გან ოც მეტრში იყო. მა­შინ­ვე გა­ვე­მარ­თე მის­კენ. ვთხო­ვე, ორ­მოც­დარ­ვა სა­ა­თი მო­ე­ცა, ამ­ბის ჩა­სა­წყნა­რებ­ლად. მკაც­რი უარი მი­თხრა "Niet, niet, niet".

აქ ნამ­დვი­ლად არ იყო ამ­გვა­რი დის­კუ­სი­ის­თვის შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი. თან, არ მინ­დო­და სა­ჯა­რო სკან­და­ლი. ნამ­დვი­ლად ვფიქ­რობ­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ბო­ლოს ტრი­ბუ­ნა­ზე ჩემს ად­გილს და­ვუბ­რუნ­დი და აღვფრ­თო­ვან­დი გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის სო­ცა­რი სი­ლა­მა­ზით. პე­კინ­ში იმ დი­ლით ჩა­მო­ვე­დი და ცე­რე­მო­ნი­ის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე უკან უნდა გავფრე­ნი­ლი­ყა­ვი. ლუი მახ­ლდა თან, ჩემი 11 წლის შვი­ლი. დიდი სიჩ­ქა­რით გა­დავკვე­თეთ ღა­მის პე­კი­ნი. პრე­ზი­დენ­ტის თვითმფრი­ნავ­ში შე­ვე­დით თუ არა დაღ­ლი­ლო­ბის­გან მო­ვი­ცე­ლეთ. რამ­დე­ნი­მე წუ­თით ჩემს თან­მხლებ გუნდს გა­ვე­სა­უბ­რე. "სამ­წუ­ხა­როდ, ფაქ­ტე­ბი დას­ტურ­დე­ბა" - იყო ჟან-და­ვიდ ლე­ვი­ტის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი.

ამ შუ­ა­ღა­მეს არაფ­რის გა­კე­თე­ბას ან მცდე­ლო­ბას აზრი არ ჰქონ­და. ჩემი თვითმფრი­ნა­ვი ტუ­ლონ­ში უნდა დაშ­ვე­ბუ­ლი­ყო, რომ 15 აგ­ვის­ტოს უქ­მე­ე­ბი კაპ ნეგრზე გა­მე­ტა­რე­ბი­ნა, სა­დაც უკვე კარ­ლა მე­ლო­დე­ბო­და. ზუს­ტად დი­ლის სა­უზ­მის­თვის მი­ვე­დი. ჯა­დოს­ნუ­რი დილა იყო, მზე უკვე კარ­გად აცხუ­ნებ­და. ჩემი ცოლი მე­ლო­დე­ბო­და. ზღვა ფარ­ფლე­ბით და­ფა­რულ ტბას გავ­და, რო­მელ­ზეც თვა­ლის­მომჭრე­ლი სი­ნათ­ლე ბრწყი­ნავ­და. თვითმფრი­ნავ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი გრძე­ლი ღა­მის შემ­დეგ დაღ­ლი­ლო­ბა გა­მიქ­რა.

ყო­ველ­დღი­ურ ჯო­გინგზე გა­ვე­მარ­თე. დაბ­რუ­ნე­ბულს მი­თხრეს, რომ პა­რიზ­ში ჩა­სულ­მა ჟან-და­ვიდ ლე­ვიტ­მა ორ­ჯერ სცა­და ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბა. გა­და­ვუ­რე­კე უსაფრ­თხო კავ­ში­რით, რო­მე­ლიც უკვე და­ა­ყე­ნეს აქ. ცუდი ამ­ბე­ბი იყო, რუ­სე­თის არ­მია უკვე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო და უა­რე­სიც, დე­და­ქა­ლაქ თბი­ლი­სის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და. მსოფ­ლიო შოკ­ში იყო.

გა­დავ­წყვი­ტე რუ­სე­თის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის­თვის და­მე­რე­კა. ამ პირ­ველ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ დიპ­ლო­მა­ტე­ბის ცხა­რე კა­მა­თი გა­მო­იწ­ვია. იყ­ვნენ ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რობ­დნენ, რომ იმ დროს ნამ­დვი­ლი და ერ­თა­დერ­თი პატ­რო­ნის­თვის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­თვის უნდა და­მე­რე­კა და ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ტო­კო­ლუ­რი წე­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის­კენ, პრე­ზი­დენ­ტის პრე­ზი­დენ­ტთან სა­უბ­რის­კენ იხ­რე­ბოდ­ნენ. მე ამ მე­ო­რე შე­თა­ვა­ზე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან ვფიქ­რობ­დი რომ სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბით პრე­ზი­დენტ მედ­ვე­დევს და­ვამ­ცი­რებ­დი, რა­საც ნამ­დვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რებ­და.

და ისიც მეს­მო­და, რომ კრი­ზი­სის სიმწვა­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ პუ­ტინს მო­უნ­დე­ბო­და ჩა­რე­ვა, უკან ნამ­დვი­ლად არ და­ი­ხევ­და. ასე რომ, მხო­ლოდ მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში პირ­ველ ეტაპ­ზე, მედ­ვე­დე­ვით დაგ­ვე­წყო. ყო­ველ­გვა­რი სირ­თუ­ლის გა­რე­შე და­ვუ­კავ­შირ­დი. სი­ტუ­ა­ცია მი­უ­ღე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ უნდა მქო­ნო­და გულ­წრფე­ლო­ბა მე­ღი­ა­რე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა მა­ნამ­დე ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა მოვ­ლე­ნე­ბის და­სა­ძა­ბად. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები