"რატომ არ ახსენებთ საკუთარ განცხადებებში ვლადიმერ პუტინს?" - რა უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას
"რატომ არ ახსენებთ საკუთარ განცხადებებში ვლადიმერ პუტინს?" - რა უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ოკუ­პა­ცია ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მუ­ხათ­გვერ­დის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ვა­ლია ემ­სა­ხუ­როს ქვე­ყა­ნას, რათა სა­ბო­ლოო მი­ზანს, ქვეყ­ნის დე­ო­კუ­პა­ცი­ას მი­ვაღ­წი­ოთ.

"უაღ­რე­სად მძი­მე დღეა სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, მაგ­რამ ჩვე­ნი ვა­ლია ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ ყო­ველ დღე, არა მხო­ლოდ 8 აგ­ვის­ტოს, ყო­ველ წუთს, გვახ­სოვ­დეს ეს ხალ­ხი, გმი­რე­ბი.
სა­ქარ­თვე­ლომ ამ ომში ასო­ბით მო­ქა­ლა­ქე და ჯა­რის­კა­ცი და­კარ­გა. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20%. ეს არის დღეს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა.

თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მო­ვა­ლე­ო­ბა და ვა­ლია, გვახ­სოვ­დეს ყვე­ლა ეს ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა და­ღუ­პუ­ლი და ვემ­სა­ხუ­როთ ქვე­ყა­ნას, მო­ვუ­ა­როთ ამ ქვე­ყა­ნას იმის­თვის, რომ მი­ვაღ­წი­ოთ სა­ბო­ლოო მი­ზანს - ქვეყ­ნის
დე­ო­კუ­პა­ცი­ას, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას და ეს იქ­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის მი­ზა­ნი გა­მარ­ჯვე­ბამ­დე",- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ამას­თან, პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ აგ­ვის­ტოს ომის შე­დე­გად არა მხო­ლოდ მიწა და­კარ­გა, არა­მედ ადა­მი­ა­ნე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

მისი თქმით, მშვი­დო­ბი­ა­ნი და გო­ნივ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა არის ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა გან­ვი­თარ­დეს.

"აგ­ვის­ტო­ში რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა გად­მო­ლა­ხეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი და სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი აგ­რე­სია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ასე და­ი­წყო ომი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ამ ომის შე­დე­გად დღეს უკვე ოკუ­პი­რე­ბუ­ლია ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის 20%, ასო­ბით ჩვე­ნი მო­ა­ქა­ლა­ქე დავ­კარ­გეთ, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა დავ­კარ­გეთ, რო­დე­საც ქვეყ­ნის 20%-ის ოკუ­პი­რე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, ხომ არ გგო­ნი­ათ მხო­ლოდ მი­წა­ზეა სა­უ­ბა­რი? ადა­მი­ა­ნებ­ზეა სა­უ­ბა­რი. ომის შემ­დეგ გვყავს 30 ათა­სი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან დევ­ნი­ლი. ეს არის ამ ომის შე­დე­გი.

მშვი­დო­ბა და მშვი­დო­ბი­ა­ნი ქმე­დე­ბე­ბი, მშვი­დო­ბი­ა­ნი და გო­ნივ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა არის ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში მოხ­დეს გან­ვი­თა­რე­ბა, მშვი­დო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის უპი­რო­ბო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, "რა­ტომ არ ახ­სე­ნებს სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბებ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტინს", გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ "რუ­სე­თის ჯარი შე­მო­იჭ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­შინ­დე­ლი რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის, მათ შო­რის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის და­ვა­ლე­ბით",- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?