"დამსხვრეული ოცნებების პარტია ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს... ხომ ხედავთ, რაც ხდება"
"დამსხვრეული ოცნებების პარტია ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს... ხომ ხედავთ, რაც ხდება"
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს და შეურაცხყო პოლიციელის მუნდირი. აღნიშნული განცხადებით გიორგი ვაშაძე ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, აუცილებელია პოლიციას ღირსება დაუბრუნდეს და შეწყდეს ქვეყანაში კრიმინალების მფარველობა.

"დამსხვრეული ოცნებების პარტია ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს და სამწუხაროდ პოლიციელის მუნდირი შეურაცხყო იმიტომ, რომ პოლიცია ვეღარ იცავს კრიმინოგენულ სიტუაციას, მათ მხოლოდ პოლიტიკური დავალებები აქვთ. მათ ეუბნებიან, რომ კრიმინალები გარეთ უნდა გამოუშვან და ხდება ის, რაც
ხდება. ხომ ხედავთ უკვე აუტანელია, ადამიანს ეშინია საკუთარი ბავშვის ქუჩაში გასეირნების, საღამოს ხალხს ეშინია ქუჩაში გასვლის. ეს უსამართლობა უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს, პოლიციას უნდა დაუბრუნდეს ღირსება და პოლიციას უნდა ჰქონდეს ერთი მითითება, რომ დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება. არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ კრიმინალების მფარველობა სახელმწიფოს მხრიდან",
- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახალქალაქში დაპირისპირების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. მიმდინარეობს გამოძიება ასევე ჯგუფური ძალადობის ფაქტზე.

"ინტერპრესნიუსი"

Cicino bicola
09 აგვისტო 2020 16:26
Kai nu magre lapariki, damsxvreuli dangreuli damcvari...
Kai gvitxari rame, rava araferi gouketebia kai ocnebas?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?