რატომ დააჯარიმეს გიგი უგულავა?
რატომ დააჯარიმეს გიგი უგულავა?
იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გნელბს პლა­კა­ტე­ბის გაკ­ვრის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს.

გიგი უგუ­ლა­ვამ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ჰკი­თხა, კონ­სტი­ტუ­ცი­ის რო­მე­ლი მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად მი­ვიდ­ნენ, რა­ზეც პო­ლი­ცი­ამ უპა­სუ­ხა: "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის 46-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად. ვი­ცით ვი­სია ეს ღობე? შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვა მოგ­ცათ ვინ­მემ?"

ამის შემ­დეგ ად­გილ­ზე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ინ­სპექ­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი მი­ვი­და და პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ქა­ლა­ქის იერ­სა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბის გამო და­ა­ჯა­რი­მა - "აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა თბი­ლი­სის იერ­სა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბაა".

ცნო­ბი­ლია, რომ
აჯა­რი­მებ­დნენ პარ­ტი­ის სხვა წევ­რებ­საც, თუმ­ცა მათ სა­ჯა­რი­მო ოქ­მე­ბი არ ჩა­უ­ბა­რე­ბი­ათ.

გიგი უგუ­ლა­ვამ კი მათ ასე უპა­სუ­ხა: "რაც გინ­და ის და­წე­რე, თქვენს გა­მო­წე­რილ ფურ­ცელს აქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დის ფასი. თქვენ ახლა აბუ­ჩად იგ­დებთ კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ფეხ­ქვეშ თე­ლავთ კა­ნონს".

"ტი­ლე­ბი­ვით რომ მო­ე­დო კრი­მი­ნა­ლი და შე­ე­ზარ­და სა­ხელ­მწი­ფოს, მო­დი­ან და
ასე აჯა­რი­მე­ბენ ხოლ­მე პა­ტა­რა ბავ­შვებს და ჩვენს აქ­ტი­ვის­ტებს. იმი­ტომ მო­ვე­დით აქ ჩვენ. მო­ვე­დით და ვე­უბ­ნე­ბით, ესე­ნი არ­ღვე­ვენ კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ესე­ნი არ­ღვე­ვენ კა­ნონს... ამ ხალ­ხს აღარც კონ­სტი­ტუ­ცია აინ­ტე­რე­სებს, აღარც სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი აინ­ტე­რე­სებს. არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებს ერ­თა­დერ­თი აქე­დან რომ იყუ­რე­ბა ის შლე­გი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, იძა­ხის, რომ იქ არ გა­მიკ­რა­ნო", - გა­ნუ­ცხა­და ად­გილ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს უგუ­ლა­ვამ.

ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს პარ­ტი­ის "ფე­ის­ბუქ-გვერ­დიც":

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რებ­მა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს წინ პლა­კა­ტე­ბის დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი გაკ­ვრით გა­აპ­რო­ტეს­ტეს ის უკა­ნო­ნო­ბა, რა­მელ­საც ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა მი­მარ­თავს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა აქ­ტი­ვის­ტე­ბის მი­მართ, რო­დე­საც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მათ ჯა­რი­მებს უწერს, კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვით", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რის თქმით, პარ­ტია სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას სა­სა­მარ­თლოს გზით ეც­დე­ბა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?