ეკა ბერიძე, ვალერიან გორგილაძე, ირმა ზავრადაშვილი - კიდევ ვინ შეიძლება მოხვდეს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში?
ეკა ბერიძე, ვალერიან გორგილაძე, ირმა ზავრადაშვილი - კიდევ ვინ შეიძლება მოხვდეს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში?
ფოტო:ეკა ბერიძე, ვალერიან გორგილაძე, ირმა ზავრადაშვილი
"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სიის და­სა­კომ­პლექ­ტებ­ლად მმარ­თველ გუნდში კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც გა­ცხად­და, სიის თა­ო­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ი­ღებს. მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის აზრს გან­მსა­ზღვრე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა და ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია.

"ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა გუნ­დის გა­ნახ­ლე­ბა და სი­ა­ში იქ­ნე­ბი­ან რო­გორც ჩვე­ნი გუნ­დის გა­მოც­დი­ლი წევ­რე­ბი, ასე­ვე იქ­ნე­ბი­ან ახა­ლი სა­ხე­ე­ბი. უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა შემ­დგომ არ­ჩევ­ნებ­ზე არის სა­ჭი­რო
გუნ­დის გა­ნახ­ლე­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­შიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გუნ­დით წარ­სდგე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. კრი­ტე­რი­უ­მი იქ­ნე­ბა ობი­ექ­ტუ­რი. ეს არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და წე­სი­ე­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ და პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, სიის მე-2 ნო­მე­რი იქ­ნე­ბა, ხოლო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთა­ვარ გამ­წევ ძა­ლად და
პირ­ველ ნომ­რად, დიდი ალბ­ათო­ბით, პრე­მი­ერ გა­ხა­რი­ას ვი­ხი­ლავთ. ის არ უარ­ყოფს, რომ სი­ა­ში იქ­ნე­ბა. "ჩემ­თვის არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რო­მე­ლი ნო­მე­რი ვიქ­ნე­ბი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პა­სუ­ხად კი­თხვა­ზე, - იქ­ნე­ბა თუ არა სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი?

მარ­თა­ლია, მმარ­თვე­ლი გუნ­დი სექ­ტემ­ბრამ­დე არ (ან – ვერ) აპი­რებს "კარ­ტის გახ­სნას" და ელექ­ტო­რა­ტის ცნო­ბის­წა­დი­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, მაგ­რამ მე­დი­ა­ში უკვე ვრცელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცია, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეს "ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში.

Ambebi.ge-ს სარ­წმუ­ნო წყა­რო უყ­ვე­ბა: "ოც­ნე­ბის" სი­ა­ში ამ ეტაპ­ზე 40 კაცი ჰყავთ შერ­ჩე­უ­ლი და აქე­დან 25 ძვე­ლი, 15 კი ახა­ლი სა­ხეა. მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი გენ­დერუ­ლი კვო­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ, უმ­რავ­ლე­სო­ბამ ქალ­თა სა­ხე­ებ­ზე იზ­რუ­ნა და 20 ქალ­ბა­ტო­ნის კან­დი­და­ტუ­რა შე­არ­ჩია და ახლა მათ­ზე მი­დის შე­ჯე­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახა­ლი სა­ხე­ე­ბის თით­ქმის უმ­რავ­ლე­სო­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლი არ აქვს და რო­გორც ამ­ბო­ბენ, "ოც­ნე­ბამ" ისი­ნი სწო­რედ ამ ნიშ­ნით შე­არ­ჩია".

ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში ვი­ხი­ლოთ: ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლი, გია აბა­ში­ძე, სო­ცი­ო­ლო­გი და ამ­ჟა­მად ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" წამ­ყვა­ნი ვა­ლე­რი­ან (ვაკა) გორ­გი­ლა­ძე, იუ­რის­ტი თამ­თა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, ასე­ვე, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი სახე იქ­ნე­ბა ყო­ფი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს წყლის კომ­პა­ნი­ის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი, ეკა ბე­რი­ძე.

რო­გორც Ambebi.ge-ს წყა­რო უყ­ვე­ბა, სი­ა­ში იქ­ნე­ბა იუ­რის­ტი, იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მის "მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ყი­ფი­ა­ნი ძი­ძი­გუ­რი" დი­რექ­ტორ–პარტნი­ო­რი ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი (მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ჯერ კი­დევ შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს 1993-1995 წლებ­ში, ის იყო კონ­სულ­ტან­ტი სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის ფუნ­ქცი­ე­ბის შე­თავ­სე­ბით), დი­დუ­ბის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს "ჩუ­ღუ­რე­თის სა­ოლ­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე რიმა ბე­რა­ძე. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
დღის კითხვადი სტატიები