საჩუქრის სახით მიღებული ბინა და საცხოვრებელი სახლი - რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი - კვირის პალიტრა

საჩუქრის სახით მიღებული ბინა და საცხოვრებელი სახლი - რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი

პარლამენტის წევრმა, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან", თინა ბოკუჩავამ ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 31 ივლისს შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატმა, ერთ წელიწადში (2019 წელს) პარლამენტში ხელფასის სახით 50 698 ლარი მიიღო.

რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას, თინა ბოკუჩავას 2019 წელს ჩუქებით გადაეცა თბილისში მდებარე, 124,1 კვ.მ ბინის 52,41%. ამავე წელს, ასევე ჩუქებით მიიღო სოფელ ბულაჩაურში 150,55 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. 2020 წელს კი, მემკვიდრეობით გადაეცა ბინა ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის 50%-ან წილს მისი მეუღლე, კონსტანტინე იოსელიანი ფლობს.

თინა ბოკუჩავას სახელზეა 2013 წელს შეძენილი, 51 კვ.მ ბინაც თბილისში, რაშიც 53000 ლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, მის მეუღლეს 2020 წელს მემკვიდრეობით მიღებული აქვს 251,8 კვ.მ საცხოვრებელი სახლი ქობულეთში, 192 კვ.მ ბინა თბილისში, ჭავჭავაძეზე და 53,5 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ბარნოვზე. 2004 წელს ასევე მემკვიდრეობით მიიღო 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, კერძოდ, დიდი ლილოში. ხოლო 30 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე. გაგრძელება