"ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ქილიკს, თითქოს ოპოზიციაში არსებობს უთანხმოება და გაუგებრობა" - კვირის პალიტრა

"ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ქილიკს, თითქოს ოპოზიციაში არსებობს უთანხმოება და გაუგებრობა"

ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ქილიკს, თითქოს ოპოზიციაში არსებობს უთანხმოება და გაუგებრობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ირაკლი ოქრუაშვილმა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე თბილისში დარჩენილ ორ ოლქში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდებიან და ოპოზიციური ხმების დაცვაზე ვალდებულებას აიღებენ.

"უმნიშვნელოვანესი საკითხი დღეს არის ის, რომ უნდა შევთანხმდეთ იმ დეკლარაციაზე, რომელიც შეეხება ხმების ერთობლივად დაცვას. ყველა პარტია აიღებს ვალდებულებას, ვინც ამ დეკლარაციას შეუერთდება დღეს, რომ ყველა დავიცავთ ერთმანეთის ხმებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავასრულებთ ერთხელ და სამუდამოდ იმ ქილიკს, რომ თითქოს ოპოზიციაში არსებობს უთანხმოება და გაუგებრობა, შევთანხმდებით თბილისის დარჩენილ ორ ოლქზე. რა იქნება, ამას წინასწარ არ გეტყვით,"- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"