"ვაპირებ გია ვოლსკი დავამარცხო!" - კვირის პალიტრა

"ვაპირებ გია ვოლსკი დავამარცხო!"

"ვაპირებ, რომ დავამარცხო გია ვოლსკი. ის არის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი გამორჩეული სახე და ცხადია, ვაპირებ დავამარცხო. ის მხარდაჭერა, რომელიც გამომიცხადეს, წამადგება ამ საქმეში", - ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა, "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა იმ ოლქში, სადაც წარდგენილია ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, იქ "გირჩი" საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს.

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა და მე მქონდა ერთსულოვანი მხარდაჭერა. "გირჩი" რჩება იმ შეთანხმების ნაწილი, რომელიც დაიდო "ლეიბორისტების" ოფისში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა იმ ოლქში, სადაც არსებობს შეთანხმებული ერთიანი კანდიდატი, იქ "გირჩი" საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

დღეს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიცია შეთანხმდა , რომ საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთში კი ზურაბ ჯაფარიძე იქნება.

"ინტერპრესნიუსი"