შალვა შავგულიძემ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა - კვირის პალიტრა

შალვა შავგულიძემ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა

შალვა შავგულიძემ პარტია "თავისუფალ დემოკრატები " დატოვა. აღნიშნულის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ გამოიწვია.

"საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია "თავისუფალი დემოკრატები. ეს გადაწყვეტილება პარტიაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა", -განაცხადა შავგულიძემ.

"ინტერპრესნიუსი"