"ჩვენი პარტია მოსახლეობას 200-ლარიანი დახმარების მიღებაში მხოლოდ ტექნიკურად ეხმარება და..." - რას ამბობს ლევან ბეჟაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე? - კვირის პალიტრა

"ჩვენი პარტია მოსახლეობას 200-ლარიანი დახმარების მიღებაში მხოლოდ ტექნიკურად ეხმარება და..." - რას ამბობს ლევან ბეჟაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, მათი პარტია მოსახლეობას, რომელიც მთავრობისგან 200- ლარიანის დახმარების მიღებას ცდილობს, მხოლოდ ტექნიკურად ეხმარება და ამით არანაირი პოლიტიკური ქულების დაწერას არ ცდილობს.

მისივე თქმით, მთავრობის მხრიდან მხოლოდ 200 ლარის გამოყოფა საკმარისი არაა, ვინაიდან მოსახლეობას რეგისტრაციის გავლის სერიოზული პრობლემა აქვს.

"ვიცით, რომ სახელმწიფომ 17 წლის ჩათვლით ახალგაზრდებისთვის 200-ლარიანი დახმარება გამოყო, მაგრამ მარტო ამ თანხის გამოყოფა საკმარისი არაა, აუცილებელია, რომ მთავრობას ხალხი უზრუნველეყო, რათა მათ იოლად შეძლებოდათ დარეგისტრირება. ჩვენ ამ პროცესმა გვაჩვენა, რომ მოსახლეობას რეგისტრაციის გავლის სერიოზული პრობლემა აქვს, ინტერნეტიზაციის მაღალი ხარისხი არაა, არ აქვთ კომპიუტერები. შესაბამისად, ჩვენ გამოვიჩინეთ ინიციატივა მოსახლეობას ტექნიკურად დავხმარებოდით. საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა დახმარების თხოვნით ჩვენს ოფისებში, თუმცა ამან აღაშფოთა "ქართული ოცნება." ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, მოსახლეობას ამ პროცესში დახმარება გავუწიოთ. ეს დახმარება იყო უსასყიდლო და ასევე გაგრძელდება. ტექნიკურად ვეხმარებით ჩვენ მხოლოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ", - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"